in

სტუდენტებმა შექმნეს მანქანა, რომელიც სიარულისას ჰაერს ფილტრავს

ზოგიერთისთვის ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრება გაზზე მომუშავე მანქანებიდან ელექტრომობილებზე გადასვლას ნიშნავს. თუმცა ნორვეგიელი სტუდენტები ამაზე ერთი ნაბიჯით წინ მიდიან, მათ შექმნეს ელექტრომობილი, რომელსაც სიარულის დროს ნახშირბადის დაჭერა შეუძლია. 

Zem პროტოტიპია, რომელიც მდგრადობაზე საუბრისას მოწინავე პოზიციებს იკავებს და იგი ეიდენჰოვერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 35 სტუდენტის მიერ დამზადდა. ისინი მიზნად ისახავდნენ ეკოლოგიურად სუფთა მანქანის შექმნას მისი ცხოვრების ყველა ფაზაში, დაარსებიდან ნაგვის ქარხანაში მოხვედრამდე. 

საინტერესოა ისიც, რომ Zem-ის 3D დაბეჭდილი ნაწილების უმეტესობა გადამუშავებად მასალებს იყენებს. თუმცა უფრო ზუსტად, როგორ შეუძლია ამ მანქანას ჰაერის გასუფთავება? სტუდენტთა გუნდმა სპეციალური ფილტრები შექმნა, რომლებიც მანქანაზეა დამაგრებული. ჰაერმა მასში უნდა გაიაროს, შემდგომში კი გაფილტრული CO2 მასში შეინახება. 

ამჟამად კი Zem-ს ყოველ 3000 კილომეტრზე 2 კილოგრამი ჰაერის გაწმენდა შეუძლია. სტუდენტებიც აღიარებენ, რომ ეს მაჩვენებელი ბევრი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ისინი Zem-ს უფრო მეტად კონცეფციის დამადასტურებელ საშუალებად მიიჩნევენ, რათა აჩვენონ, რომ ასეთი ტექნოლოგია რეალურად მუშაობს. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკრეტული პროექტი ევროკავშირის გეგმის შესრულებას დიდად ეხმარება, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიები 55%-ით უნდა შემცირდეს.

სოციალურ მედიაზე დაფუძნებული მარკეტინგი — რას გვთავაზობს თანამედროვე პლატფორმები?

„როგორ ვავითარებ თანამშრომელს?“ – საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტმა ახალი პროექტი წამოიწყო