წვენის მობილურობის დასამტკიცებლად ბრენდმა Robinsons-მა თავისი პროდუქტი ზერო გრავიტაციაში მოაქცია და მისი შესაძლებლობები კოსმოსის პირობებში შეამოწმა.
ექსპერიმენტს უნდა დაემტკიცებინა, რომ სამ წუთში Robinsons-ის ახალი კონცენტრანტი წყალს შეერეოდა და მისი დალევა იქნებოდა შესაძლებელი.
წარმატებული ექსპერიმენტი სარეკლამო ვიდეოდ იქცა და სხვა ბრენდებისგან განსხვავებით სარეკლამო სააგენტომ წვენის რეკლამას ახალი დატვირთვა – კოსმოსური პირობები და ნულოვანი გრავიტაცია შესძინა.












