in ,

ზესტაფონს რომ დაშორდები, არგვეთამდე ეს წაიმღერე… – Wissol Group-ის კამპანია

“ზესტაფონო, გშორდები, მშვიდობით…” – სიმღერა ზესტაფონზე, ალბათ, ერთხელ მაინც გსმენიათ. მაგრამ, მაინც რატომ შორდებიან ზესტაფონს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სააგენტო Kraken-მა, თავის პირველ ფროდაქშენ კამპანიაში, ცნობილი სიმღერის თანამედროვე ვერსიის საშუალებით გადაწყვიტა. კამპანია ვისოლ ჯგუფისთვის შეიქმნა, თუმცა, სანამ “კრაკენის” დამფუძნებელი, გიორგი კონტუაძე ბრიფსა და დავალების გადაჭრაზე გვიამბობს, ჯერ ვიდეორგოლი ნახეთ და სიმღერის წაღიღინებაც არ დაგავიწყდეთ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/WissolPetroleumGeorgia/videos/344383806785774/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

M: როგორი იყო ბრიფი და რა კონტექსტი ჰქონდა კამპანიას?

ზესტაფონს რომ დაშორდებით, ძალიან მალე არის ასეთი ლოკაცია – არგვეთა. თავად არგვეთაში კი, ვისოლ ჯგუფის დიდი კომპლექსია: ვისოლი, სმარტი, ვენდი, დანკინი და გზად საჭირო სხვა ბრენდები. ეს კომპლექსი ძალიან მორცხვი ტიპია და ამის გამო, მოგზაურები მას ყურადღებას არ აქცევდნენ. არადა, კარგი ყავის გაკეთებაც იცის, დაგაპურებს, მოგივლის და ბედნიერ მგზავრობასაც გისურვებს. ასე აღიქვა Kraken-მა მოცემულობა, რომელშიც დამკვეთი იმყოფებოდა.

სწორედ ამიტომ ზაფხულში ვისოლ ჯგუფი ჩვენთან ასეთი დავალებით მოვიდა: სიმორცხვეცაა და სიმორცხვეცო, მაგრამ არგვეთაზე ხალხს უნდა გავაგებინოთო. თავიდან გაგვიკვირდა, მაგრამ ყველაფერი რომ გავიგეთ, ვნახეთ და წავიკითხეთ, მივხვდით თუ რატომ უნდა დაშორდე ზესტაფონს და გაჩერდე არგვეთაში ვისოლ ჯგუფის კომპლექსში:
1. მოგზაურობისას გზაზე კარგი ყავაა, კარგ ფასად
2. იდეალური სიტუაციაა (სისუფთავე და ა.შ)
3. წესიერი ადგილი რომ იმასქნა
4. გემრიელი საჭმელები

M: როგორ მოუძებნეთ გადაწყვეტა ბრიფს?

არგვეთას გზაზე რომ მივდიოდით, თუ ვბრუნდებოდით ყველა ქალაქს თავის სიმღერას ვუმღეროდით და, აი, ზესტაფონმა თვითონ გვითხრა გშორდები, მშვიდობითო! დიახ, საქართველოს ყველა ქალაქს თავისი დამახასიათებელი სიმღერა აქვს და როდესაც ნებისმიერი ადამიანი შესაბამისს სივრცეში მოხვდება, უნებურად ახსენდება ეს სიმღერა ანუ იმ ქალაქის ინსაითი.

შედეგად, გადავწყვიტეთ ლოკაციის რეკლამად გვექცია ყველასთვის ცნობილი ძველი ქართული სიმღერის თანამედროვე ადაპტაცია და მისთვის საუცხოო კლიპი გადაგვეღო, რათა ზესტაფონს რომ დაშორდები არგვეთამდე ეს სიმღერა წაიმღერო და მერე კარგადაც შეისვენო.

ლაშა კოტორაშვილი, კამპანიის კრეატიული დირექტორი: “თავიდან ეს იდეა რომ მოვიფიქრეთ და გუნდში დავხვეწეთ, კი ძალიან მოგვწონდა, მაგრამ თან გვეშინოდა. წარმოიდგინეთ: მიდიხართ დიდი შეხვედრების ოთახში, დიდ ხალხთან და ეუბნები, რომ უფრო დიდი რესურსი უნდა დახარჯონ “ზესტაფონოს გშორდების” ერთგვარ რიმეიქში. საბედნიეროდ, ერთმანეთს არა, მაგრამ ზესტაფონს დავშორდით”.

ვფიქრობთ, შევქმენით პროდუქტი, რომელიც დროს გაუძლებს და ბევრი მანქანის პლეილისტში მოხვდება. დანარჩენს კი ჩვენი საყვარელი აუდიტორია განსჯის – გშორდებით, მშვიდობით!

 

Credits:

Client: Wissol Group

Co-Brands: Smart, Wissol

Marketing Manager: Tika Makharashvili

Digital Marketer: Khatia Nesoshvili

Co-Brands: Dunkin’, Wendy’s

Head Of Marketing Departament: Levan Edisherashvili

Wendy’s Brand Managers: Ana Lomouri

Dunkin’ Brand Manager: Ani Chomakhidze

SMM: Irina Paichadze

 

Digital Creative Agency: Kraken

Creative Director: Kotori

Copywriter: Kotori

Digital Team:

Account Director: Veko Tokhadze

Art Director: Ana Mamulashvili

Advertising Planner/Advertiser: Archil Tsimakuridze

Designers: Tatuli Asakashvili, Ani Tsindeliani, Elene Ghughunishvili, Aniki Gelashvili, Luba Oganesian, Ilia Kobakhidze, Taya Buachidze, Sophie Anand

Copywriters: Giorgi Paikridze, Luka Gorgodze

Video Editor: Luka Shvelidze

TikTok Manager: Giorgi Iashvili

Production manager / Executive producer: Tami Morchiladze

Director/DOP: Collaba

Set and costume Designer: Melano Zibzibadze

Make Up artist: Keto Chantadze

Post Production: Collaba

Sound And Music by Postred

Cast And Dance Choreography : Twincity Dance Studio

David Levini, Elene Surmanidze, Barbare Chikovani, Tika Jalaghonia, Iva Machabeli, Elene Beridze, Luka Kankia, Ani Loladze, Luka Fanchulidze

Special Thanks To Cici Bodokia, Tina Makashvili, Gvantsa Chumburidze and Jaga Grip

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პანდორამ Star Wars-თან კოლაბორაციით ახალი კოლექცია გამოუშვა

„აჭარაბეთი“ SBC Awards-ზე „წლის მარკეტინგული კამპანიის“ კატეგორიის ფინალშია