in

მანქანის ზეთის იუმორისტული რეკლამა Quaker State–ისგან

Quaker State–მა კომედიური ჟანრის სარეკლამო კამპანია წამოიწყო. წარმოგიდგენთ  Dipstick 6S-ს. ესაა ინოვაციური ზეთის საზომი ჯოხი, რომელიც გვიჩვენებს ამინდის პროგნოზს, ფეხბურთის შედეგებს, სიახლეებს, აქვს კამერა და შეგვიძლია “სელფის” ჯოხადაც კი გამოვიყენოთ. Wow, რამდენი რამ არის გაერთიანებული ამ ერთ ნივთში?! სინამდვილეში, ეს უბრალო ხუმრობაა, სადაც “გადაპრანჭული” სარეკლამო რგოლებია გაშარჟებული. თუ თქვენს მანქანაში, ზეთის დონემ აუცილებელზე ქვემოთ დაიწია, უბრალოდ ჩაასხით Quaker State–ის საუკეთესო ზეთი და იყავით მშვიდად.

რეკლამაში იუმორის დიდი დოზით გამოყენება Onion Labs–ის სტილია, რომელიც ამ კამპანიისთვის შექმნის სარეკლამო რგოლებს. ცოტაოდენი იუმორი  ნამდვილად სახალისოა სარეკლამო ინდუსტრიაში.

 

Contours-მა საბავშვო ეტლით მოზრდილები გაასეირნა

PlayWrite – ბავშვებზე და მოზარდებზე ორიენტირებული თერაპიული ეფექტის მქონე პროგრამა