in

შამპანურის ყველაზე დიდი ბოთლი მსოფლიოში — Zeus

ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეოები, რომლებშიც ღვინის სტანდარტული ზომის ჭიქის ნაცვლად, უშველებელს იყენებენ. ახლა კი ჭიქის ნაცვლად, Zeus-მა შამპანურის ყველაზე დიდი ბოთლი წარადგინა. ძველბერძნული მითოლოგიის ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთის სახელით წოდებული 45-ლიტრიანი სასმისი ალკოჰოლის 60 სტანდარტული პორციის ეკვივალენტია.

BOG
BOG

როგორც ბრენდში აღნიშნავენ, ერთი ადამიანი არ იქნება საკმარისი მისი შამპანურით შესავსებად, ტრანსპორტირებისთვის და ჩამოსასხმელად. ამას მინიმუმ სამი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოთლის სიმაღლე ერთ მეტრს აღემატება და 72 კილოგრამს იწონის.

საგულისხმოა, რომ უზარმაზარი ბოთლის დამზადებას შვიდ წელიწადზე მეტი დასჭირდა. ახლა კი „ლითონის დამუშავების უნარისა და კრეატიულობის შედევრს“ უწოდებენ. გარდა ვიზუალური მომხიბვლელობისა, სპეციალურად შემუშავებული კონსტრუქცია ხელს უწყობს სასმლის იზოლირებას და ექსტრემალური ტემპერატურისგან დაცვას — ასე ვთქვათ, ზევსის შეუვალობას სტრუქტურულად თარგმნიან.

ამჟამად მსოფლიოში ორი ასეთი ბოთლია ხელმისაწვდომი, რომელთაგან ერთი ივსება Belaire-ის ფრანგული ცქრიალა ღვინით, Rare Rosé; ხოლო მეორე — Luc Belaire Luxe-ის შამპანურით.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის განვითარებისთვის ახალი, ინოვაციური პლატფორმა — ბიზნეს მენეჯერი შექმნა

ფიზიკოსებმა სამყაროს ფონურ ხმას მიაგნეს!