სააგენტო GARBERGS–მა შვედური მაღაზიათა ქსელ City Gross-ისთვის ზღაპრები ორიგინალურად გააცოცხლა და მთავარი არსი საინტერესოდ გადმოსცა მოკლე ვიდეობით. ხარისხიანი პროდუქტები არ არის ზღაპარი: – ”Good Food is not Fairy tale”, – გვარწმუნებს მაღაზიათა ქსელი. მართალია, ზღაპრებს შინაარსი ეცვლება, მაგრამ ჩვენს დროში ნამდვილად ლოგიკურად ჩნდება კითხვა: სად შევიძინოთ ნატურალური, არაგენმოდიფიცირებული და პესტიციდების გარეშე მოყვანილი პროდუქტები?!
სარეკლამო კამპანია ისეა შედგენილი, რომ დიდსაც და პატარასაც ნდობა გაუღვივოს. ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ამ ზღაპრებზე გავიზარდეთ. შესაბამისად, მარტივია დავიჯეროთ, თუ ზღაპრის გმირები City Gross–ში ყიდულობენ ნატურალურ პროდუქტებს ე.ი. ის სანდოა. მოდით, ერთად ვიხალისოთ და ვნახოთ, როგორ შეიცვალა ზღაპრები თანამედროვე პრობლემებიდან გამომდინარე.