in

ნახეთ: ზღაპრულ მოჩვენებებად ქცეული ღრუბლები

თითოეული ღრუბელი ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია

შესაძლოა, ღრუბლები საკმაოდ პირქუში იყოს… თუმცა თითოეულ მათგანში შესაძლებელია საინტერესო და უჩვეულო ფორმების აღმოჩენა. ბარსელონაში მცხოვრებმა ხელოვანმა ვორხა სანჩესმა თავის ინტერვენციებში სოფლის პეიზაჟები ზღაპრულ კადრებად გარდაქმნა — მათში ღრუბლები საყვარელი მოჩვენებების სახით გვევლინება.

სანჩესი თავდაპირველად ფოტოებს იღებს, შემდეგ კი თეთრი მელნის კალამს იყენებს, რათა პერსონაჟების სილუეტები გამოკვეთოს. თითოეული სცენა ისეთ ასოციაციას ბადებს, თითქოს მოჩვენებები ნისლს არღვევენ და ბორცვებსა თუ ტყეებს იპყრობენ. მათი უზარმაზარი შავი თვალები მბრუნავ მორევებს ჰგავს.

მიუხედავად მათი უცნაური, მოჩვენებითი გარეგნობისა, თითოეული ღრუბელი ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია. ზოგიერთი მათგანი მოწყენილია, ზოგიერთი – დამფრთხალი, ან თუნდაც ნაზია. მათი თვალები განიმარტოს როგორც ბოროტული და ამავდროულად, მიმზიდველი, ცნობისმოყვარე.

Audi E-Tron უკვე საქართველოშია!

რამდენად მნიშვნელოვანია სამსახურში მადლიერების გამოხატვა?