საზღვაო დასახლებების იდეა საკმაოდ ძველია. ეს არის მოძრაობა, რომელშიც ადამიანები ფიქრობენ, რომ კონკრეტული ეროვნებები გამოსადეგი აღარ არის და სურთ, რაც შეიძლება შორს წავიდნენ მისგან. ამგვარად, ისინი მიწის დატოვებასა და ზღვაში დამოუკიდებელი მცურავი საზოგადოებების შექმნას ისახავენ მიზნად. შეუძლიათ იცხოვრონ ისე, რომ არცერთი ქვეყნის კანონს დაემორჩილონ. შექმნან მცურავი სოფლები, გამოეყონ ერთმანეთს ან თუ ვინმე მოეწონებათ, კვლავ შეუერთდნენ მას.
მიუხედავად Paypal-ის დამფუძნებლის პიტერ ტიელის მხარდაჭერისა და მისი უსასრულო ფინანსური რესურსისა, როგორც ჩანს, პირველი ექსტრანაციონალური მცურავი ქალაქის შექმნის გეგმა ჯერ არ არის რეალიზებული. მაგრამ ოცნება საკმაოდ რეალურად გამოიყურება და ამაზე „ზღვის აგურებიც“ მოწმობს.
Seabrick პატარა კომპანიაა, რომელიც კანადის მთავრობისგან გათავისუფლებას ცდილობს და ზღვისთვის სპეციალურ შენობას ქმნის. თითქოს, მცურავ ლეგოს გვთავაზობს, თავისივე რთული ფორმებით, რომლებიც სტრუქტურებისა და პლატფორმების შექმნაში გვეხმარება. გავრცელებული ცნობებით, 72%-ით უფრო იაფია, ვიდრე ე. წ. მცურავი ცემენტი, გამძლეობით კი ცოტათი შეიძლება აღემატებოდეს კიდეც მას. ამასთან, ერთი ტონა ალუმინის პონტონს 83%-ით, ხოლო მეტალს 58%-ით შეუძლია აჯობოს.
„ზღვის აგურები“ კელპისა და სარგასუმისგან, ანუ ზღვის მცენარეებისგან მზადდება და დაშლისას საკმაოდ არასასიამოვნო სუნი აქვს. თუმცა სანამ დაშლამდე მივალთ, გეტყვით, როგორ კეთდება ისინი: კონკრეტულ მცენარეებს აშრობენ, ჭრიან, აერთიანებენ ბუნებრივ დანამატებთან და პრესავენ მანამ, სანამ არატოქსიკური პოლიმერით დაფარავენ. წარმოებისთვის მას მცირე ენერგია და სითბო სჭირდება, რაც ცემენტთან შედარებით, კიდევ უფრო კარგ სამშენებლო მასალად აქცევს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს აგურები ნებისმიერი საზღვაო ინფრასტრუქტურისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, თანაც, მრავალჯერადად. მართალია, ჯერ არ ვიცით, როდის იქნება იგი ხელმისაწვდომი, მაგრამ ფიქრობენ, რომ მის ყიდვას კრიპტოვალუტით შევძლებთ.