in

ბოლო 30 წელში ზღვის დონე 9 სანტიმეტრით გაიზარდა — NASA

ზღვის დონე მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით იმატებს და ამაზე NASA-ს უახლესი კვლევაც მოწმობს, რომელმაც ზღვის დონის ბოლო 30 წლის მაჩვენებლები შეისწავლა. თუმცა აქ კარგ ახალ ამბავს ნამდვილად ვერ გაგიზიარებთ — 1993 წლიდან ზღვის დონემ 9.1 სანტიმეტრით მოიმატა; 2021-2022 წლამდე კი კონკრეტული მაჩვენებელი 0.27 სანტიმეტრით გაიზარდა — შესაძლოა, ციფრები არც ისე დიდად გეჩვენებოდეთ, მაგრამ ეს ნამდვილად კრიტიკული მაჩვენებლებია.

M2
M2

სატელიტურ გაზომვებზე დაფუძნებით ამბობენ, რომ 2050 წლისთვის ზღვის დონის მატების ყოველწლიური მაჩვენებელი 0.66 სანტიმეტრამდე გაიზრდება… ამ ყველაფერში კი ჩვენ ვართ დამნაშავე. კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა დედამიწაზე არსებულ ყინულოვან საფარზე და ამას უკვე არც თუ ისე იშვიათად ანტარქტიდის ჩამოტეხილი ფენებიც გვახსენებს. გრენლანდიის ყინულის საფარიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც ზღვის დონის მატებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. 

ეს ყველაფერი კი თანამგზავრებზე არსებული მოწყობილობებით გავიგეთ. 1993 წელს ზღვის დონე ამერიკისა და საფრანგეთის TOPEX/Poseidon-ის მისიის დროს გაზომეს და მას შემდეგ დაკვირვებებს NASA-ს, ESA-სა და NOAA-ს მისიებით აგრძელებენ.

ჩვენ ზღვის დონის მატების მკაფიო სურათი გვაქვს და უკეთ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად და რა დროში განაგრძობს ოკეანე მატებას. NASA და CNES უამრავ ინფორმაციას გვაწვდის და ასე, გვაქვს შანსი, გავიგოთ, რატომ იმატებს ოკეანის დონე, — აცხადებს კარენ გერმაინი, NASA-დან.

სატელიტის 30-წლიანი ჩანაწერები არა მარტო აჩვენებს გრძელვადიან ტენდენციას, არამედ მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ბუნებრივი, მოკლევადიანი ცვლილებებიც შენიშნონ. ამ მონაცემებს კი დედამიწაზე არსებულ ინფორმაციებთან აერთიანებენ, რაც ატმოსფეროში სათბურის გაზების ოდენობასაც მოიცავს. მსგავსად, მეცნიერები უკეთ შეძლებენ, გაიგონ, როგორ და რატომ იწევს ზღვის დონე.

ფაქტია, ოკეანის დონე ზრდას განაგრძობს და ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მინიმუმ 800 მილიონი ადამიანი წყლის დონის სულ მცირე ნახევარი მეტრით მომატების საფრთხის წინაშე დადგება. სიტუაცია კი მეტად რთული იქნება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მაიამი, ნიუ-იორკი, ბანგკოკი, შანხაი, პერუ, კეიპტაუნი და სხვა. ადამიანების გარდა, ეს ველურ ბუნებასა და მის მრავალფეროვნებაზეც აისახება… 

Google-ის ინიციატივით, Waze-ის აპლიკაციას ზოდიაქოზე დაფუძნებული ფუნქცია ემატება

JWST-ს ახალ ფოტოში გალაქტიკის კლასტერი ჩანს