in

ახალი მოწყობილობის მეშვეობით, ზღვის წყალი სასმელად ვარგისი ხდება

მსოფლიოს დიდი ნაწილი სუფთა სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის, რაც კლიმატის ცვლილებების მთავარი გამოწვევის ნაწილიცაა. ამის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალზელანდიელმა არქიტექტორმა ჰენრი გლოგაუმ დააპროექტა მზის სახურავის გამწმენდი ნათურა, ლამაზი და ფუნქციონალური მოწყობილობა, რომელიც ზღვის წყალს სუფთა სასმელ წყლად გარდაქმნის.

გლოგაუ არასამთავრობო ორგანიზაცია TECHO-სთან თანამშრომლობდა, რათა მოწყობილობა სპეციალურად ჩილეს სოფელ მეჯილონესისთვის შეექმნა, რომელიც ცნობილია როგორც “Nueva Esperanza”.

ჭერზე დამონტაჟებული სანათი განათებულია LED ნათურებით. ისინი მზის პანელით იკვებება, რომელიც დღის განმავლობაში უწყვეტად იკვებება. ასევე მოწყობილობა მოიცავს მარილის, ზღვის წყლის აორთქლების შედეგად შექმნილ ბატარეებს. მთლიანობაში სანათი დღის განმავლობაში 440 მლ სუფთა წყალს აწარმოებს.

საგულისხმოა, რომ სანათმა Design Educate Awards-ზე გამარჯვებაც მოიპოვა, Responsive Design-ის კატეგორიაში. ფაქტია, დიზაინერები აქტიურად ფიქრობენ, როგორ უნდა შექმნან მსგავსი სისტემები, რათა გარემოსა და საზოგადოებაზე დადებითი გავლენა იქონიონ. გლოგაუს ინოვაცია კი იდეალურ საშუალებას წარმოადგენს, მდგრადი რესურსების გამოყენებით, სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად.

თუ სხვების ემოციებს ზედმეტად განიცდით, საქმე სინესთეზიასთან გაქვთ

ბრიტანელი ვლოგერი საკუთარ ორეულ რობოტს შეხვდა