შესაძლოა ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სიყვარულს განსაკუთრებული დღე არ სჭირდება და ყოველთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ 14 თებერვალი კიდევ ერთი, მშვენიერი დღე იყოს დადებითი ემოციის, ზრუნვის და სიყვარულის გამოსახატად.

შოპინგის, დასვენებისა და გართობის ქალაქში ფიქრობენ, რომ “ახალ, საკმაოდ რთულ რეალობაში სიხარულისთვის, რაც შეიძლება მეტი მიზეზი გვჭირდება. ისთ ფოინთის წლევანდელი, ვალენტინობის დღის კამპანიის ინსპირაციაც ესაა – ზღვა სიყვარული, ზღვა ემოცია და ზღვა საჩუქარი“

თუ ისთ ფოინთს 14 თებერვალს ეწვევით, ზღვა საჩუქარს აღმოაჩენთ. გასართობი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე 200 პოსტერია განთავსებული უნიკალური QR კოდებით, რომლის სკანირებისას აუცილებლად იპოვით ფრაზას, რომელიც სიყვარულით სავსე განწყობას შეგიქმნით და რაც მთავარია აღმოაჩენთ ზღვა საჩუქარს!

ზღვა საჩუქარს მიიღებს ყველა ვალენტინი, რომელიც შოპინგის ქალაქს ეწვევა, ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში წარადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიების მინიმუმ 150₾ ქვითარს და სკანირებულ პოსტერს წარწერით „თქვენთვის საჩუქარია“.
[R]












