სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა სანაპირო ზოლს, როგორც ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის, ასევე ეკოლოგიისთვისაც. არც თუ ისე ბევრი ადამიანია, ვინც საკუთარ თავზე იღებს დაბინძურებული სანაპიროს დასუფთავებას და განსაკუთრებით ცოტა თუ მოახერხებს დაყრილი ნარჩენებისგან რაღაც განსაკუთრებულის შექმნას. ფოტოხელოვანმა როჯერ სერასკუერომ სწორედ ასეთი ადამიანი იპოვნა და მასზე 4 წუთიანი ვიდეორგოლიც გადაიღო.
როჯერის აღმოჩენა, სანტა მარაიას კუნძულ Cape Verde-ზე მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია, რომლის ყველაზე დიდი გატაცება სპორტია, ამასთან, მას განსაკუთრებული სიყვარული და თავდადება ამოძრავებს თავისი მშობლიური პატარა კუნძულის მიმართ. სწორედ ამიტომ, ყოველთვის თავდაუზოგავად ზრუნავს მის კეთილდღეობაზე, რეგულარულად ასუფთავებს სანაპირო ზოლს და შეგროვებული ნივთებისგან იქვე ზღვის პირას, სავარჯიშო კუთხეს აწყობს, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.












