პლასტმასას ნარჩენები ჩვენი პლანეტისთვის საზიანო რომ არის, ამაზე მთელი მსოფლიო აქტიურად საუბრობს. სხვადასხვა ტიპის აქტივისტები კი ცდილობენ, ამ პრობლემის საბოლოო გადაჭრაზე იზრუნონ — ამის ნაწილია Times of India-ს უახლესი პრინტ კამპანიაც, რომელიც ცოცხალ არსებებს ბოთლის მეტაფორულ ფორმად იყენებს. ეს სიმბოლურად მიანიშნებს იმაზე, თუ როგორ ზიანს აყენებს პლასტმასის თითოეული ბოთლი ეკოსისტემას.