in

ჩინეთის მარსმავალმა წითელ პლანეტაზე საუკეთესო “სელფი” გადაიღო!

ჩინურმა ორბიტერმა Tianwen-1 ფოტოები დედამიწაზე გამოგზავნა

veon
veon

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) ცოტა ხნის წინ წითელ პლანეტაზე საკუთარი მარსმავალი Zhurog გაგზავნა. ამის პარალელურად, უკვე რამდენიმე თვეა NASA-ს როვერი Curiosity მარსზე იმყოფება და ციური სხეულის რამდენიმე არაჩვეულებრივი ფოტოც გამოგვიგზავნა, თუმცა CNSA-ის მიერ ახლად გამოქვეყნებული ფოტო ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე გვინახავს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ორ როვერს შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობს – ხალხი განიხილავს, რომელმა მათგანმა რა შესაძლებლობა გამოავლინა და რას როგორ გაართვა თავი… Curiosity-ს უკვე დიდი ხანია, “სელფების მეფეს” უწოდებს საზოგადოება. თუმცა Zhurog-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გადაღებული სელფი გვარწმუნებს, რომ როვერებს შორის დიდი და საკმაოდ ჯანსაღი კონკურენცია არსებობს.

Zhurog-მა წითელ პლანეტაზე მდებარე 3 300 კილომეტრი დიამეტრის მქონე კრატერში, რომელსაც უტოპიის ვაკეს უწოდებენ, ლენდერთან ერთად სელფი, კიდევ ორი ფოტო და მარსის პანორამული გამოსახულება დააფიქსირა. ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მარსმავალმა ფოტოების გადასაღებად მასზე დამონტაჟებული კამერა ლენდერიდან 10 მეტრის მოშორებით, პლანეტის ზედაპირზე განათავსა. კამერამ როვერს კი გამოსახულება უსადენო გადამცემით მიაწოდა, ხოლო მოძრავმა ჩინურმა ორბიტერმა Tianwen-1 მისი დედამიწაზე გამოგზავნა უზრუნველყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს CNSA-ისთვის მიღებული შედეგი მართლაც გასაოცარია – ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კოსმოსური კვლევის საქმეში… მაგალითად, კოსმოსური სააგენტო ახლო მომავალში მარსსა და მთვარეზე მისიებს ასტრონავტების მონაწილეობით გეგმავს.

„ყველაფერს შეცვლი, რასაც მოინდომებ“ – ნახეთ, Hyundai-ს ახალი რეკლამა

ნახეთ: ზღვის სანაპიროზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები