in

„ზიგზაგი“- ახალი გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარისგან“- თავისუფლება ერთი გემოს ჩარჩოსგან

ბაზარზე ახალი გამაგრილებელი სასმელი „ნატახტარი ზიგზაგი“ გამოჩნდა. ბრენდი თავისი კონცეფციით თავისუფლებაზე გვესაუბრება. „შენ არავინ გგავს!“ – ამ გზავნილით, კომპანია „ეფეს საქართველომ“ სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-თან თანამშრომლობით, კამპანია წამოიწყო. ესაა ბრენდი მათთვის, ვინც არ მიყვება სტერეოტიპებს და საკუთარი უნიკალური ხელწერით უნდა დაამახსოვროს სამყაროს თავი. ნახეთ და შეაფასეთ „ზიგზაგის“ ვიდეორგოლი, შემდეგ კი, წამოგვყევით, კამპანიის შექმნის დეტალებზე უნდა გესაუბროთ.

გურანდა ნემსაძე, „ეფეს საქართველოს“ უალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი:

„ჩვენი ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ჩვენი მომხმარებელია. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, ვსწავლობთ ქცევასა და დამოკიდებულებებს. სწორედ ასეთი კვლევების შედეგად გამოიკვეთა ახალი გამაგრილებელი სასმელის შექმნის იდეა. ეტაპობრივი სამომხმარებლო კვლევებითა და პროდუქტის სხვადასხვა გემოების ტესტირებით შევქმენით სრულიად ახალი ბრენდი, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის.

ბრენდი „ზიგზაგი“ არის მათთვის, ვინც ცდილობს იყოს გამორჩეული სხვებისგან და შეიგრძნოს ცხოვრება სრულად, ეძებს თავგადასავლებს, არ მიჰყვება დადგენილ წესებსა და სტანდარტებს, სურს ყველაფერი თავისით შეისწავლოს და თავისებურად გააკეთოს. აქედან გამომდინარეობს კამპანიის მესიჯიც: „შენ არავინ გგავს“, რომელიც ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას.

ბრენდის სახელიც „ზიგზაგი“ აქედან მოდის. სასმელი ასეთი სახელით გვეუბნება, რომ გემო არ მიჰყვება ერთ ხაზს, ის მოულოდნელობებით სავსეა, სათავგადასავლოც კი. კონცეფციიდან გამომდინარე „ზიგზაგი“არის მეამბოხე, ნონკონფორმისტი, უყვარს ძიება, არ აშინებს დაბრკოლებები. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა, არ გზღუდვას და უფრო თავისუფალს გხდის.

„ზიგზაგის“ პროდუქტის მთავარი ნიშანი არის „გემოების თამაში“, ერთგვარი თავისუფლება ერთი გემოს ჩარჩოსგან. მისი განსაკუთრებულობა განპირობებულია სხვადასხვა არომატებისა და იშვიათი ინგრედიენტების მიქსით. ბაზარზე ერთდროულად გავუშვით „ზიგზაგის“ არომატების ორი განსხვავებული მიქსი:

  • ფორთოხალი მანდარინით
  • ჯანჯაფილი დარიჩინით და ლიმონით

ვფიქრობთ, ახალი მიქს გემოები ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მომხარებლებისთვის და მოუთმენლად ველით მათ უკუკავშირს.“

თათია დოლიძე, FCB Artgroup Tbilisi-ს კრეატიული დირექტორი: „ეს კამპანია ჩვენი და „ეფეს საქართველოს“ პირველი დიდი კოლაბორაციაა. შესაბამისად, მთელი პროცესი ჩვენთვის სასიამოვნო სიახლე და გამოწვევა იყო – სრულიად ახალი პროდუქტი, სრულიად ახალი აუდიტორიისთვის, სრულიად ახალი თანამშრომლობით.

ბრიფის მიხედვით ჩვენ უნდა შეგვექმნა რგოლი, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა “ზიგზაგის” ხასიათსა და ღირებულებებს, რომელიც “ზეტ თაობის” სულისკვეთებასთან სრულ თანხვედრაშია. შესაბამისად, ბრეინსთორმინგის სესიებს აქტიურად ესწრებოდა ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ შემთხვევით „მორიგი რგოლი „ზეტ თაობის“ შესახებ, რომელიც მილენიალებმა გადაიღეს“ არ გამოსულიყო. ამ გზით, მაქსიმალურად დავიცავით ის ავთენტურობა, რომელიც ამ თაობას ასე გამორჩეულს ხდის. მივყევით რეალურ, ორგანულ ინსაითებს, უშუალოდ ახალი თაობისგან, და არა მათ შესახებ არსებულ სტერეოტიპებს.

ინსაითების ძებნაში მთავარი ბიძგი თვითონ „ზიგზაგი“ იყო, მისი ფორმა, როგორც დაპირისპირება სწორხაზოვნებასთან. გაკვალული გზების ნაცვლად ახალი, “ჯენზიური” გზით სიარული, რომელიც არ არის ლინეალური, შაბლონური ან წინასწარ განსაზღვრული და, პირიქით, მუდმივი აღმოჩენა და თავგადასავალია, რომელიც მორგებულია მხოლოდ იმ წესებზე, რომელსაც ეს თაობა თავად ქმნის.

ზუსტად ამ თავისუფლების სიყვარულმა და მათმა ინდივიდუალურმა ხედვამ მიგვიყვანა კამპანიის მთავარ მესიჯამდე – შენ არავინ გგავს. „ზეტ“ თაობისთვის ისე, როგორც “ზიგზაგისთვის” ორგანულია მეამბოხეობა – როცა ყველა ზიგ, ისინი ზაგ. მათთვის  არ არსებობს მოცემულობა, რომელსაც ვერ გადაუხვევ. პირიქით, სწორედ ამ გადახვევებში პოულობენ ისინი თავის თავს. ზუსტად იმ იდენტობას, რომელიც არავის ჰგავს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ „ზიგზაგს“, როგორც პროდუქტსაც არავინ ჰგავს. პირველი გამაგრილებელი სასმელია ასეთი საინტერესო გემოების მიქსით – ზუსტად და გამორჩეულად მორგებული ამ თაობის გემოვნებას.“

ნიკუშა მოწონელიძე, რეჟისორი: „რგოლზე მუშაობისას მივყევით „გაცოცხლებული პრინტების“ მიმართულებას. თითქოს ყოველი სიუჟეტი უკვე მოძრაობაშია, არ აქვს წინასწარ შემზადებული სეთაფი, არამედ შევდივართ უკვე რეალურ ექშენში. ეს, თავის მხრივ, თვითონ თაობის სპონტანურობასა და გამბედაობასაც ეხმაურება. თითოეულ სცენაში ვაჩვენებთ იმ ზიგზაგ გზას, რომელსაც ეს თაობა ირჩევს თავის ყოველდღიურობაში, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იქნება. მათთვის არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ ველოსიპედის ტარება იცოდნენ – წესების მიხედვით, პირიქით, იპოვიან გზას ველოსიპედიც კი თავისებურად ატარონ. ამ თაობას არ აჩერებს დაბრკოლებები და „ჩაკეტილი კარები“, აუცილებლად იპოვიან კრეატიულ გამოსავალს თუნდაც მაშინ, როცა აუზში წყალი არ ასხია, მათ კი ჩახტომა უნდათ. მათთვის მთავარია საკუთარი თავი გამოხატონ და სწორედ ეს გადმოვეცით სცენებშიც.“

Credits

Client: EFES Georgia
Marketing Manager: Guranda Nemsadze
Marketing Specialist: Zuka Bakhtadze

 Agency: FCB Artgroup Tbilisi
Creative Director: Tatia Dolidze
Copywriter: Davit Babiashvili
Creative Team: Marie Jgushia, Sofi Ghortlishvili
Art Director: Ira Kimberg
Graphic Designer: Teo Mkalavishvili
Motion Designer: Giorgi Japaridze
Project Director: Ani Zakareishvili
Client Service Director: Mari Machavariani

Executive Producer: Akka York
Line Producer: Tamta Masurashvili
Director: Kukusha
1st AD: Nutsa Zangurashvili
DoP: Goga Devdariani
Steadicam Operator: Dato Odisharia
Focus Puller: Guri Odisharia
AC: Goga Karbelashvili
Steadicam Assistant: Koba Pirtskhalava
Playback: Ninia Tsabadze
Gaffer: Vazha Aprasidze
Light Dep: Bidzina Chkhaidze, Robert Arakeliani, Shota Khijakadze, Giorgi Samkharadze, Archil Samkharadze
Production Designer: Ketevan Gunia
Art Dep: Giorgi Gorgiashvili, Nikoloz Khabelashvili
Costume Designer: Salome Sokhadze
Assistant to Costume Designer: Tinatin Megrelishvili
MU: Nino Bedeladze
Location Manager: Natia Chomakhidze
Casting Manager: Taso Okropiridze
Casting Assistants: Zura Sharvadze, Davit Kekelia
Set PA: David, Lasha Svanishvili
Making Of: Zviad Alania
Camera Truck: Kakha Gugushvili
Light Truck: Lasha Kiladze
Drivers: Giorgi Giorgadze

Music: Primo Music Group
Color Correction: Kukusha

Cast: Gano Gerliani, Liza Shengelia, Irakli Japaridze, Likuna Zghudadze, Tamar Vanishvili, Nikusha Khrikuli, Dachi Mikaberidze, Liza Pilipia, Tako Kartvelishvili, George Shioshvili, Lashao Gabunia, Tekla Abulashvili, Givi Tsanava, Anton , Mariam, Keti, Dimitri Tsetskhladze, Anton Leiashvili, Keti Nebieridze

Zigzagnatakhtari

[R]

ჩაძირულ გემში 17 მილიარდი დოლარის საგანძური აღმოაჩინეს!

საინტერესო პოდკასტი — ქრონიკული ტკივილი, შეუძლია ტვინს მკურნალობა?