ყოველი წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგასო, ალბათ, თქვენც ხშირად გსმენიათ და ახლა ამას ZIJkant-ის კამპანიაში ნახავთ. ოღონდ აქ შავი იუმორი, ცინიზმი და სატირა არ მოგაკლდებათ. თანაბარი ანაზღაურებისთვის მებრძოლი ქალთა მოძრაობის კამპანიაში ფრაზა სტატისტიკას ეფუძნება და აი, ასე ჟღერს: ყველა წარმატებული კაცი თანამშრომლის უკან დაბალანაზღაურებადი ქალი თანამშრომლების სამუშაო ძალა დგას.
ამ ამბის მთავარი გმირი ჯეფია, თვითგამოცხადებული ფემინისტი ხელმძღვანელი, ახლად არჩეული „წლის მენეჯერად“, რომელსაც მხოლოდ ერთი კითხვა აქვს: რატომ უნდა დაასაქმოს კაცი, როცა ქალები ნაკლებს გამოიმუშავებენ?! ამგვარად, ბონუსებსაც ვარდებით უპრობლემოდ ჩაანაცვლებს…
სიუჟეტი კი ცინიკურია და რაღაც სიურრეალისტურ კომედიას ემსგავსება, მაგრამ ამის უკან საკმაოდ მნიშვნელოვანი ციფრები იმალება — ბელგიაში ქალებს კაცებზე ჯერ კიდევ 20%-ით ნაკლებს უხდიან. სტატისტიკა კი რეკლამაში Mortierbrigade-ის სააგენტომ გააცოცხლა.