in

იურისპრუდენციიდან მომავლის შენებამდე – ნათია ცხადაიას კარიერული ტრანსფორმაცია და ხედვა Zion-ში

უძრავი ქონების ინდუსტრია ურბანული გამოცდილების, ესთეტიკისა და მომავლის გარემოს შექმნას მოითხოვს. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება დეველოპერული კომპანია Zion, რომლის სტრატეგიულ განვითარებასაც გამორჩეული ხედვის მქონე პროფესიონალები მართავენ. ნათია ცხადაია Zion-ის სტრატეგიული განვითარების დირექტორია. მისი პროფესიული გზა საინტერესო და თამამ ტრანსფორმაციას აერთიანებს – 10-წლიანი წარმატებული იურიდიული პრაქტიკის, საბანკო სექტორსა და უზენაეს სასამართლოში მიღებული მრავალფეროვანი გამოცდილების შემდეგ, მან კარიერის გაგრძელება დეველოპმენტში გადაწყვიტა. ეს ნაბიჯი ერთი მთავარი მიზნით იყო ნაკარნახევი – ეკეთებინა საქმე, რომელსაც ადამიანების ცხოვრებაზე გაცილებით ფართო და გრძელვადიანი გავლენა ექნებოდა.

პროფესიით იურისტი ვარ. ათწლიანმა იურიდიულმა პრაქტიკამ მყარი ანალიტიკური საძირკველი შემიქმნა, თუმცა დადგა მომენტი, როცა გავაცნობიერე – კარიერის გაგრძელება იქ მინდოდა, სადაც ჩემს გადაწყვეტილებებს გაცილებით ფართო და გრძელვადიანი გავლენა ექნებოდა. ასე ავირჩიე დეველოპერული სფერო – ინდუსტრია, რომელიც არა უბრალოდ პროექტებს, არამედ ცოცხალ გარემოსა და ადამიანების მომავალს ქმნის.

ჩემი პროფესიული გზა საკმაოდ დინამიკური ეტაპებისგან შედგება. ყველაფერი „საქართველოს ბანკიდან“ დაიწყო, ზუსტად იმ პერიოდში, როცა ქართული საბანკო სისტემა სწრაფი განვითარების ფაზაში იყო. ეს იყო უზარმაზარი ენერგიის მქონე გარემო, სადაც პროდუქტების შექმნა, საინვესტიციო თუ იპოთეკური პროექტები ჩემი ყოველდღიურობა გახდა. შემდგომი ეტაპი კომპანია „მადნეული“ იყო, რომელმაც სრულიად განსხვავებული მასშტაბისა და კორპორაციული კულტურის გამოცდილება მომცა. მოგვიანებით კი – საქართველოს უზენაესი სასამართლო, სადაც სპიკერის პოზიციამ კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის სრულიად ახალ სტანდარტებთან დამაკავშირა. თითოეულმა ნაბიჯმა შექმნა ის ძლიერი სოციალური კაპიტალი და სტაბილური ინტელექტუალური ბაზა, რაზეც დღეს ვდგავარ. დეველოპმენტში გადმოსვლა გააზრებული გადაწყვეტილება იყო და ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის სფეროა, სადაც ჩემს თავს გრძელვადიანად ვხედავ.

Zion-ში მოსვლა ამ გზის სრულიად ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა. ჩემთვის ეს არის მომავლის კომპანია. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ დღევანდელ მოთხოვნებზე პასუხის გაცემაა, არამედ იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება აქტუალური და ღირებული მინიმუმ ერთი წლის შემდეგ. სწორედ ეს პროაქტიული ხედვა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც ჩემი მომავალი ამ გუნდს დავუკავშირე.

ბუნებრივია, განვლილი გზა სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა ზრდის მთავარი პირობაც სწორედ ეს არის. გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ მივიღეთ გაცილებით მეტი – სწორი და დროული გადაწყვეტილება. დღეს Zion არის სტაბილური, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ხარისხთან და დაპირების ზუსტ შესრულებასთან ასოცირდება, ხშირ შემთხვევაში კი მოლოდინსაც აჭარბებს.

როგორც სტრატეგიული განვითარების დირექტორის, ჩემი მთავარი პასუხისმგებლობა კომპანიის გრძელვადიანი ხედვის ფორმირება, სტრატეგიული პარტნიორობების მართვა და Zion-ის იმიჯზე ზრუნვაა. ჩემი ამოცანაა, დავინახო დიდი სურათი და უზრუნველვყო, რომ ჩვენი ყოველი ყოველდღიური ნაბიჯი ამ დიდ მიზანს ემსახურებოდეს. ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ უძრავი ქონების ბიზნესი უფრო ინოვაციური, თანამედროვე, ესთეტიკური და, რაც მთავარია, შინაარსიანი. პროექტები არ უნდა იყოს მხოლოდ შენობები – ისინი ადამიანებისთვის რეალურ ფასეულობასა და გამორჩეულ გამოცდილებას უნდა ქმნიდნენ.

ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა მაინც ისაა, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გულწრფელად გვიყვარს და რომლისაც გვჯერა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი კი ჩვენი გუნდია. ზიონში მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებიც ერთად ქმნიან ბედნიერ, დინამიკურ და ერთმანეთის მხარდამჭერ გარემოს. აქ პროფესიული ზრდა და ადამიანური თანადგომა თანაბრად ფასობს. გამბედაობა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა – ეს ის უნარებია, რაც ჩვენს მიღწევებს განაპირობებს. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი მიუძღვის დამფუძნებლის ხედვასა და მის დამოკიდებულებას საქმისა და ადამიანების მიმართ, რაც იმ შედეგს ქმნის, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს.

[R]

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

პირველი ქართული ვისკის ისტორიული გამარჯვება – JIMSHER Trio-მ World Whiskies Award 2026-ზე ოქროს მედალი მოიპოვა