in

დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ლიბერთის მხარდაჭერით მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობა იწყება

დეველოპერული კომპანიაზიონსადა ლიბერთი ბანკს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფირმებული მემორანდუმის ფარგლებში, ერთერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს.  ამ თანამშრომლობით  ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის  პრემიალური სივრცეების შემნას.

 ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილზეზიონისერთერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა. შესაბამისად, მისი განხორციელების პროცესში ძლიერი და საიმედო ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი დღეიდან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. 6 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, მშენებლობის პროცესი მაღალი ხარისხის და წინასწარ გაწერილი ვადების სრული დაცვით წარვმართოთ. ეს პარტნიორობა ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭრა, არამედ ნდობისა და საერთო ხედვის დასტურია, რომლის ფარგლებშიც შევძლებთ თბილისის საქმიანი გარემო ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ.“ – გიორგი რეხვიაშვილი, დეველოპერული კომპანიაზიონისფინანსური დირექტორი.

მოხარულები ვართ, რომ  „ზიონისმასშტაბური და ინოვაციური პროექტის ფინანსური პარტნიორი ვართ. აღნიშნული თანამშრომლობა სრულად შეესაბამება ლიბერთის სტრატეგიას, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

მელიქიშვილის ბიზნესცენტრი გამორჩეული პროექტია, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ისე ლოკაციით, რაც მას მნიშვნელოვან კომერციულ პოტენციალს ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნის თანამედროვე, ხარისხიან ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს თბილისის ურბანულ განვითარებას.

გვჯერა, რომ „ზიონთანპარტნიორობა წარმატებული იქნება და აღნიშნული პროექტი ერთერთი გამორჩეული ბიზნესჰაბი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის.“- რატი მეხრიშვილი, ლიბერთის კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ზიონისმისია ხარისხს, პროგრესსა და გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას ეფუძნება. მელიქიშვილის ბიზნესცენტრის კონცეფციაც სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს და სრულ თანხვედრაშია დედაქალაქისათვის  უმნიშვნელოვანესი ისტორიული გამზირის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე სტატუსთან. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან პარტნიორობით ვქმნით პრეცედენტს, სადაც ინოვაციური ხედვა და ბიზნესის საჭიროებები ერთმანეთს პრესტიჟულ ლოკაციაზე შეხვდება. გვინდა, შევქმნათ არა უბრალოდ სამუშაო სივრცე, არამედ გარემო იდეებისა და მომავლისთვის, რომელიც კომპანიებისთვის ყველაზე სასურველ მისამართად იქცევა“- ნათია ცხადაია, დეველოპერული კომპანიაზიონისბიზნესის განვითარების დირექტორი.

საერთაშორისო სტანდარტების ბიზნესცენტრი დედაქალაქის ერთერთ ცენტრალურ გამზირზე, მელიქიშვილის 41-ში განთავსდება. 8 სართულიანი შენობის კონცეფცია არქიტექტურულ სტუდია Dephani- ეკუთვნის.

პროექტის გამორჩეული უპირატესობა მისი ინოვაციური ფასადია, – საქართველოს სამშენებლო სექტორში  პირველადზიონიგამოიყენებს ულტრათანამედროვე გამჭირვალე ბეტონის პანელებს, რაც ობიექტს განსაკუთრებულ ესთეტიკას და მსუბუქ ფორმებს შესძენს. ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება.

პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ გამზირზერომელმაც წლებია მნიშვნელოვანი კომერციული დატვირთვაც შეიძინა. „ზიონისბიზნესცენტრი სწორედ ამ დინამიურ გარემოში  წამყვან ადგილს დაიკავებს. კომპანიაში მოლოდინი აქვთ, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურის და მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ცენტრი მელიქიშვილზე, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებისთვის ყველაზე მოთხოვნად ბიზნესჰაბად ჩამოყალიბდება.

ზიონისშესახებ:

ზიონიქართულებრაული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. მისი პორტფოლიო გამორჩეული პროექტებისგან შედგება: კრწანისის დიპლომატიური უბნის ექსკლუზიური კომპლექსი ZION Krtsanisi Embassies, პრესტიჟული ვილები წავკისში — ZION Olive Gardens, Radisson Individuals-ის ქსელის სასტუმრო ქუთაისში და A-კლასის ბიზნეს ცენტრები თბილისში.

სულ სხვა სტანდარტის შესაქმნელად, „ზიონიგლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა შვეიცარიული Schindler, სკანდინავიური Akukon და ისრაელის წამყვანი მენეჯმენტჯგუფი Capital Maintenance.

ლიბერთის შესახებ:

ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს

ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600- აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარიბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.

[R]

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

სილქ ჰოსფითალითის და სილქნეტის მხარდაჭერით სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისი თუთუ კილაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს