in

ეკატერინე ებანოიძე და ზიზი ნასრაშვილი Leavingstone-ის გუნდს შეუერთდნენ

Leavingstone-ის გუნდში მატებაა! ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ სააგენტოს ორი ექაუნთ დირექტორი შეუერთდა: ზიზი ნასრაშვილი და ეკატერინე ებანოიძე. ისინი ლივინგსტონში საკომუნიკაციო სააგენტოდან Saatchi & Saatchi Tbilisi-დან გადმოვიდნენ. მოლოდინების, მომავალი საქმიანობისა და განვლილი კარიერის შესახებ მათ გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, რა გამოცდილება გქონდათ ლივინგსტონამდე, გვიამბეთ თქვენი კარიერის მოკლე მიმოხილვა..

ეკა: პირველი სააგენტო, რომელშიც ვმუშაობდი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. იმ დროისთვის სხვა სახელი ერქვა, ახლა Havas media-აა. სარეკლამო სფერო მაშინ იდგამდა ფეხს და ცოტ-ცოტა ყველაფერს ვაკეთებდი, რაც სამომავლოდ გამომადგა იმის გარკვევაში, საით წავსულიყავი და რა მინდოდა.

ამის მერე მოვხვდი Publicis group-ში, სადაც Account Execute–ის პოზიციაზე ამიყვანეს. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიიული განვითარება და ჩემი 10 წლიანი ეპოპეა Saatchi & Saatchi Tbilisi-ში Account Direcotor–ის პოზიციაზე რამდენიმე წლიანი მუშაობით დასრულდა. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, ბევრი საინტერესო პროექტისა და გამოწვევის პერიოდი. ასე მოვედი ლივინგსტონამდე.

ზიზი: სარეკლამო ინდუსტრიაში დაახლოებით 10 წლის წინ მოვხვდი და, ვფიქრობ, სამუდამოდ „მოვიწამლე“ და შევრჩი ამ სფეროს. Saatchi & Saatchi-ში დავიწყე მუშაობა პროდაქშენ ასისტენტად და საკმაოდ მალე მივხვდი, რომ ექაუნთობა იყო ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და ყველაზე კარგად გამომდიოდა. ძალიან მრავალფეროვანი და თავგადასავლებით სავსე გზა გავიარე სააჩისთან ერთად, დღემდე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთად გავიზარდეთ.

M: როგორ გადაწყდა თქვენი და ლივინგსტონის თანამშრომლობა?

ეკა: საკმაოდ რთულია კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე დაითანხმო საკუთარი თავი, თუმცა – აუცილებელი. უბრალოდ ფიქრობ, რომ სწორ დროს, სწორ მომენტში დაემთხვა ჩვენი ინტერსები და კარგი ქიმია გაჩნდა – აი, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. აქ მშნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ ლივინგსტონმა სწორედ იმ ადამიანთან ერთად შემომთავაზა მუშაობა, რომელთან ერთადაც ბევრი წელია, ვმუშაობ და ბევრ კამპანიასა თუ პროექტზე მიშრომია. ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტად მიმაჩნია ბაზარზე და რაღაც ახალ, კარგ ფათერნად შეიძლება ჩამოყალიბდეს მომავალში.

ზიზი: ლივინგსტონი ეძებდა ადამიანს/ადამიანებს, რომლებიც ექაუნთ გუნდს გაუწევდა ხელმძღვანელობას. პირველივე შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი გამოგვივიდა, გაგვიზიარეს თავიანთი გეგმები, ჩვენ ჩვენი გეგმები გავუზიარეთ, სალაპარაკო თემები არ დაგველია.. როგორც აღმოჩნდა, ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ, პირველ რიგში, ამ საქმის დიდი სიყვარული გვაერთიანებს. მოკლედ, იმდენი ვარსკვლავი გადაიკვეთა, რომ ჩვენი გზა შეყრილიყო, გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეგრძელებინა გეგმების განხორციელება.

M: რა პოზიციაზე იწყებთ მუშაობას/ რა საკითხები შევა თქვენს კომპეტენციაში და როგორი იქნება თქვენი საქმიანობა? 

ზიზი: მუშაობა დავიწყეთ ექაუნთ დირექტორის პოზიციაზე, ჩვენი მიზანია, რომ ექაუნთ დეპარტამენტის ოპტიმიზაცია მოვახდინოთ, ანუ სტრუქტურა ავაწყოთ ისე, რომ მუშაობის სქემა მაქსიმალურად მოქნილი გავხადოთ. გუნდს შევუქმნათ კარგი სამუშაო გარემო და კლიენტებისთვის ვიყოთ საუკეთესო პარტნიორები იმ ნაწილში, სადაც სჭირდებათ ჩვენი სააგენტოს ჩართულობა.

M: როგორი მოლოდინები გაქვთ? 

ეკა: საკმაოდ მაღალი თამასა მაქვს საკუთართ თავთან, ამიტომ მოლოდინებიც შესაბამისი მაქვს. ენთუზიაზმი, რომელიც ყოველთვის მეხმარება მიზნის მიღწევაში, ვფიქრობ, რომ აქაც ძალიან გამომადგება.

ზიზი: მოლოდინები თავიდანვე პოზიტიური მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც გუნდი ახლოს გავიცანი, უკვე ძალიან თავდაჯერებული მოლოდინები მაქვს. ყველა პირობა გვაქვს ამისთვის: გულანთებული გუნდი, რომელსაც ნებისმიერი ბრიფი შეგიძლია ანდო და გულანთებული კლიენტები, რომლებმაც იციან სწორი იდეის ამოცნობა და თამამად მოგვყვებიან. შესაბამისად, ველოდები ბევრ საინტერესო თემაზე მუშაობას, ბევრ წარმატებულ კამპანიას და ბევრი ჯილდოს მოგებას. დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო მაღლა გავფრინდებით.

RC Cola-მ საკუთარ თავს აჯობა! და წელსაც, დამსახურებულად ირგებს ყველაზე უცნაური რეკლამის მქონეს სტატუსს

თამაში, როგორც მოწყენილობისგან თავის დაღწევა და საზიანო შედეგები