Pantene-მა ახალი კამპანია “Strong is beautiful” წამოიწყო, რომლის სახეც ძლიერი და თან ძალიან ლამაზი ქალბატონი რონდა როუზი გახდა. რონდა საბრძოლო ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი და ძიუდოს ოლიმპიური მედლის მფლობელი გახლავთ, რომლის წარმატებების გრძელ ჩამონათვალს სამსახიობო კარიერაც ემატება.
https://www.youtube.com/watch?v=7TIQBnCSiik
რონდას სილამაზე და ძალა ერთმანეთს არაჩვეულებრივად ავსებს. მართალია, ზოგი ამას ვერ აღიქვამს, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სხვის მოსაზრებებს რონდას არც კარიერისთვის და არც თავდაჯერებულობისთვის შეუშლია ხელი.
https://www.youtube.com/watch?v=sMecIpSCco4