ამ სატირული კამპანიის ავტორი Zocdoc-ია, ციფრული პლატფორმა, რომელიც ჯანდაცვის პროფესიონალებს ერთ სივრცეში აერთიანებს. 2025 წლის კამპანიას კი ერთ მარტივ ინსაითზე აშენებს, რა ბედნიერებაა, როცა კარგ ექიმს ვპოულობთ… You’ve Got Options-შიც ზუსტად ესაა ნაჩვენები, ოღონდ იუმორისტული გზით. ამიტომ ვხედავთ კამპანიაში ჰოკეის უკბილო მოთამაშეებსა თუ ქალს ვარდისფერი თვალებით…
ოთხივე სცენარი სამედიცინო შემთხვევების გაზვიადებულ მიდგომას აჩვენებს. Hockey Teeth-იც ერთ-ერთი მათგანია, რომელშიც ორი დაშავებული სპორტსმენი მეტად საინტერესოდ საუბრობს:
ხოლო Siiiiick-ში ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ქალი Zocdoc-ის მრავალფეროვნებამ გააოცა, თუმცა ამას ცოტათი უცნაური გზით გამოხატავს:
ბრენდის პირველ მენტალურ ჯანმრთელობაზე ფოკუსირებულ რეკლამას კი Couples Therapy-ის სახელით გვაცნობენ:
დაბოლოს, Pink Eye იმ დედის შესახებაა, რომელსაც ექიმის ძიების პროცესი ძალიან ითრევს ხოლმე:
„ყველანი პაციენტები ვართ, რომელთაც მიუღებელი ჯანდაცვის გამოცდილებები გვაერთიანებს. You’ve Got Options-ით გვინდოდა იმ პატარა ბედნიერებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელსაც პაციენტები განიცდიან, როცა მარტივად პოულობენ და ეწერებიან სწორ ექიმთან. ჩვენი ახალი კამპანია ამ კონცეფციას აცოცხლებს ჰუმანურობითა და იუმორით, რითაც განსხვავებულიც ხდება, რადგან კრეატივი არცთუ ისე ჭარბადაა ჯანდაცვის სფეროში“, — აცხადებს ჯესიკა აპტმანი, კომუნიკაციების მენეჯერი.