ზოდის გრანდიოზული გათამაშება გრძელდება!
2 იანვარს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გათამაშების პირველი ეტაპის გამარჯვებული CITROEN C3 AIRCROSS-ის მფლობელი გამოვლინდა.
მთავარი პრიზი ორ ოთახიანი ბინა თბილისში – M²-ის მშენებარე კომპლექსში მირცხულავაზე იღბლიანი მეპატრონის მოლოდინშია.
გათამაშებაში მონაწილეობას აგრძელებს ყველა გაუთამაშებელი ბილეთი.
ფინალური გათამაშება 2022 წლის 26 მაისს გაიმართება და გამოავლენს ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელს თბილისში.
ზოდის ფილიალის თბილისის, ბათუმის, გორის, რუსთავის, მარნეულის, აუთლეთ ზოდის და ზოდის ქვის საამქროს მომხმარებლებს, ყოველ 500 ლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი გადაეცემა და ავტომატურად ერთვება წამახალისებელ გათამაშებაში.
შეგახსენებთ, ზოდის გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება გაარემონტე და მოიგე ზოდში 25 სექტემბერს, ზოდის 14 წლის იუბილეზე, დაიწყო.
ზოდი 2007 წლის 25 სექტემბრიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ფლობს სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმებს თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავსა და მარნეულში, ასევე, აუთლეთ მაღაზიას, ქართული ქვის საწარმოსა და ქვის საამქროს. ზოდში წარმოდგენილია ბუნებრივი ქვების, ინტერიერის და ექსტერიერის კარების, კერამიკული ფილების და აბაზანის აქსესუარების დიდი არჩევანი და ექსკლუზიური კოლექციები.
გაარემონტე და მოიგე ზოდში!
ზოდი გისურვებთ წარმატებას!
[R]