12
დეკ
2017

პოლიმერული თიხის ხელნაკეთი პერსონაჟები ჭიქებზე – ZOLEBI

12 დეკ 2017

Startauperi
Startauperi


ზოლებიმულტიპლიკატორ მედეა ზაქარაიასა და ფერმწერ ნათია ხაჩიძის განსხვავებული ხედვის, ფერისა და ფორმის შეგრძნებისა და საყვარელი საქმის კეთების ნაყოფია. ტიხრული მინანქარი, მოხატული ჭიქები, ფუჟერები, ჩანთები და კერამიკის ჭიქაზე მიწებებული პოლიმერული თიხის რელიეფური პერსონაჟები – ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რასაც „ზოლები“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს. შეკვეთა ონლაინ, ფეისბუკგვერდის დახმარებით ხდება და მაქსიმუმ 1 კვირაში, სასურველ პერსონაჟს, მოხმარებლის გემოვნებით, მინიმალისტური მსგავსებით – თმისა და თვალების ფერით, ამზადებენ. მარკეტერი მედეა ზაქარაიას ესაუბრა:

ფოტოზე: მედეა ზარქუა, ნათია ხაჩიძე

ძალიან მოგვწონდა ხელნაკეთი ნივთები და ჩვენთვითონვე რომ ვცადეთ, გამოგვივიდა. ჯერ ტიხრული მინანქრით დავიწყეთ, კულონებს ვაკეთებდით.მერე პოლიმერულ თიხაზე გადავედით იმიტომ, რომ უფრო მეტად მოგვეწონა. დავიწყეთ ფილმების პერსონაჟების დახატვა და გამოძერწვა.მაგრამ უფრო დიდი ინტერესი იყო პერსონაჟებს ვიღაც მეგობარს რომ ვამსგავსებდით. მერე გავაკეთეთ გვერდი და ძალიან დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, დავარქვით, უბრალოდ, „ზოლები“.ვაპირებთ, გავფართოვდეთ და გვქონდეს სახელოსნო, სადაც სხვებსაც დავასაქმებთ, ამჟამად, ნათიას სახლში ვმუშობთ.
სტენდი ავიღეთ მერანში და ცოტა ხანში, რუსთაველზეც შეძლებთ ჩვენი პროდუქციის შეძენას. 

განხილვა