25
Jul
2019

გახსოვთ ზოლტარი ფილმიდან “დიდი”? – Liberty Mutual-ის კამპანია

25 Jul 2019

Elit Electronics
Elit Electronics


გახსოვთ მხატვრული ფილმი “დიდი”, ტომ ჰენკსის მონაწილეობით? ამბავი ბიჭუნაზე, რომელსაც სურს იყოს დიდი. მაშინ ზოლტარიც გემახსოვრებათ, უცნაური სათამაშო ავტომატი, რომელიც მის სურვილს ასრულებს. ფილმის კონცეფცია უცნაურ რეკლამაში სადაზღვევო კომპანია Liberty Mutual-მა გამოიყენა. ფონად სიუჟეტს თავისუფლების ქანდაკება აქვს. ვიდეორგოლების გმირები გულწრფელ ამბებს ყვებიან. ქალი ეკითხება ზოლტარს, როგორ გამდიდრდეს. გრძნეული პასუხობს, რომ Liberty Mutual-ის ავტომობილის დაზღვევით, მას შეუძლია დაფაროს ხარჯები და თანხა დაზოგოს კიდეც. პასუხით კმაყოფილი ქალი ზოლტარს ათავისუფლებს. კამპანიის ფარგლებში, სააგენტომ Goodby Silverstein & Partners კიდევ რამდენიმე ვიდეორგოლი გადაიღო. რეკლამების კონცეფცია ადამიანების გულწრფელ ნაამბობს ეფუძნება.

 

 

 

 

განხილვა