in

„ზომა“ ახალ პრინტებს „ფაქიზთან“ კოლაბორაციით უშვებს

ზომას“ საზაფხულო კოლექციის ერთ-ერთი ხაზი გრაფიკულ დიზაინერ „ფაქიზთან“ კოლაბორაციით შეიქმნა.

სამოსისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ზომა“, ბაზარზე, 2017 წელს გამოჩნდა.

„ეს არის სოციალურად აქტიური, მეამბოხე ბრენდი, რომლის შექმნილი სამოსი, აქსესუარები და დეტალები განსაზღვრავს პიროვნებასა და მისი ცხოვრების სტილს. „ზომა“ არის დინამიური, არასდროს დგება განზე, როცა მიაჩნია, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. პროტესტის ენა და გამოხატვის ფორმაც სპეციფიკური აქვს, თამამი და თავისუფალი“.

კოლაბორაციის მთავარი მიზანი „ზომას“ ხასიათთან ახლოს მყოფი ქართული  ასო – ბგერებით პრინტების შექმნა იყო.

„ამისთვის გამოვიყენეთ „ფაქიზის“ რამდენიმე ნამუშევარი და იგივე ინსპირაციით შევქმენით ახალი სიტყვები/პრინტები“.

ახალი კოლექცია, მომდევნო კვირიდან, „ზომას“ მაღაზიაში (გალერია თბილისი) და მათ განახლებულ ვებზე zoma.store გაიყიდება. ვებგვერდით მიღებულ შეკვეთებს, თბილისის მასშტაბით, მაქსიმუმ 1 საათში მიიღებთ.

„ზომა“ მომხმარებელს, ზაფხულის განმავლობაში, ყოველკვირეულ სიახლეს და მეტ კომფორტს ჰპირდება „შოპინგისთვის“.

 

[R]

„ყველაზე ხელმისაწვდომი ბრენდის რებრენდინგი“ – NAVNE

რას ვუყუროთ Lions Live-ზე? – დღე #5