„მიჰყევი სულისკვეთებას“ – ეს ტანსაცმლის ქართული ბრენდის, ZOMA-სა და კონცეპტArt-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც მუსიკისა და სამოსის შერწყმით, ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს.
კონცეპტArt აერთიანებს ახალგაზრდა, ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს და ხელოვანებს. გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძეა, მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი.
კონცეპტArt-თან კოლაბორაციით შექმნა ZOMA-მ ახალი კაფსულა-კოლექცია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ლიმიტირებულ კოლექციაში ერთიანდება მაისურები და ჩანთები თემატური პრინტებით. სამოსი და აქსესუარები გათვლილია ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც მუდმივ კავშირშია მუსიკასთან.
ტანსაცმლის ქართული ბრენდი ZOMA ყოველთვის გამოირჩევა სოციალური აქტიურობით, არასდროს დგება განზე და მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია.
„ZOMA არის პლატფორმა არტისტებისთვის. მათთვის, ვინც მზადაა, ხელოვნება და დიზაინი გააერთიანოს. ZOMA თავისუფალია და ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალებაა ახალგაზრდებისთვის.
ამ შემთხვევაში ZOMA-სა და კონცეპტArt-ის კოლაბორაცია მუსიკის თემის გარშემო ტრიალებს – სლოგანით: მიჰყევი სულისკვეთებას. იდეა პანდემიის მიერ გამოწვეული ყოველდღიური წნეხის გადალახვაა, რომელმაც განსაკუთრებით შემოქმედ ადამიანებზე იმოქმედა. საჭიროა საკუთარ თავში იმ მნიშვნელოვანი ძალის პოვნა, რომელიც ქმედებისკენ გვიბიძგებს.
ZOMA-ს კაფსულა-კოლექციები შექმნილი იქნება სხვადასხვა თემატიკით, მათ შორის, მოიცავს მუსიკის ჟანრებს, მიმდინარეობებსა და არსებულ სუბკულტურებს. სწორედ ამ იდეის პირველი ნაბიჯებია ZOMA-სა და კონცეპტArt-ის თანამშრომლობა“, – ამბობენ ZOMA-ში.
ZOMA-ს სამოსისა და აქსესუარების შეძენა, მომხმარებელს, ბრენდის „შოუ რუმში“, „გალერია თბილისის“ მე-3 სართულზე და „ზომას“ ვებგვერდზე შეუძლია.
[პარტნიორის კონტენტი]