14
Feb
2019

ვალენტინობასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გველებს ყოფილის სახელი დაარქვათ

14 Feb 2019

შეიძლება თქვენ უკვე მოგიხსენიებიათ თქვენი ყოფილი შეყვარებული გველად, თუმცა, ამჯერად, ვალენტინობის დღეს, ავსტრალიის ზოოპარკი საშუალებას გაძლევთ, თავად გველს უწოდოთ მისი სახელი. თუმცა, ეს მხოლოდ შესაძლებლობა არაა, ზოოპარკი ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკურსს მართავს. მონაწილეებს კი ევალებათ, ახსნან, თუ რატომ სურთ, ეს გააკეთონ.

mBank QR
mBank QR

 

გამარჯვებულები მიიღებენ სერთიფიკატს, ასევე, ექნებათ საშუალება, მომავალი 1 წლის განმავლობაში, ყოველ დღე უფასოდ მოინახულონ თავიანთი “ყოფილის” სეხნია. ასევე, მონაწილეობის საფასური 1 დოლარია, რომელიც ზოოპარკის ფონდში გადაირიცხება.

 

განხილვა