Zoom-მა, პანდემიის პერიოდში, შემოქმედებითი ადამიანების მხარდასაჭერად, ონლაინ გამოფენა მოაწყო. ილუსტრაციების ჩამოტვირთვა ვებგვერდიდან www.meetingmasterpieces.com არის შესაძლებელი. ილუსტრაციების ნაწილი ხელოვანთა არსებული კოლექციიდანაა, ახლად შექმნილი ნამუშევრების შთაგონება კი, სიტყვა “სამსახურია”. ილუსტრაციების Zoom-ის ფონად დაყენებაც შეგიძლიათ. ასევე, პლატფორმას Meeting Masterpieces საქველმოქმედო დანიშნულებაც აქვს და მსურველებს დონაციის საშუალებასაც აძლევს. პროექტი ნიუ-იორკის სტრატეგიული და კრეატიული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო სააგენტო co:collective-მა შექმნა.
Zoom-მა, ხელოვანების მხარდასაჭერად, მათი ილუსტრაციები გამოფინა
