in

Zoom-ის ავატარი ანიმაციურ პერსონაჟად გაქცევთ

თუმცა ეს ერთადერთი სიახლე არ არის…

veon
veon

Apple-ის Memoji-ისა და ჰუმანოიდური კარიკატურების მსგავსად, მარკ ცუკერბერგსაც სურს, ავატარები მეტავერსში გამოვიყენოთ. თქვენი მსგავსი ვირტუალური პერსონაჟები თქვენივე მოძრაობებსა და სახის გამომეტყველებას ასახავს. იდეა კი ნაკლებად ფორმალურ შეხვედრებზე სიმარტივის შეტანაა, რაც კამერაში გამოჩენის გარეშე, ავატარის დახმარებით, იქ ყოფნის საშუალებას გაძლევთ. 

საინტერესოა ისიც, რომ კომპანია მათ გამოყენებას გვთავაზობს, როცა ვჭამთ, როცა არ გვინდა სტატიკური პროფილის სურათის დაყენება ან როცა უკეთესი გარემოს შექმნა გვსურს. ფუნქცია კი ახლა სატესტო ვერსიაშია ხელმისაწვდომი, რაც ფასიანი ექაუნთის ქონას მოითხოვს. ხოლო, მას შემდეგ, რაც იგი ბეტაში პროგრესს განიცდის, ზუმი გვპირდება, რომ სახის გამომეტყველებებს, ვარცხნილობებსა და სხვა ახალ დეტალებს გამოუშვებს.

მეტიც, Zoom-მა შეხვედრების სხვადასხვა ტიპისთვის შაბლონების შესახებაც გამოაცხადა. გამოდის, თქვენ მალე შეგეძლებათ, შექმნათ საკუთარი შაბლონი ან აირჩიოთ არსებულიდან. ეს მოიცავს დიდ შეხვედრებს ავტომატური ჩანაწერებითა და ჩაწერილი კონტენტით, სემინარებს ჯგუფის კონტროლის შესაძლებლობითა და ეკრანის გაზიარების შეზღუდვით, K-12-ში კი გამოკითხვების ჩატარებას შეძლებთ. ხოლო, თუ არსებულიდან არცერთია თქვენზე მორგებული, შაბლონის დამზადებას ამ ინსტრუქციების მიხედვით მოახერხებთ. 

კომპანია მალე შიდა შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემის ფუნქციასაც დაამატებს. დიახ, ზუსტად ისეთს, როგორსაც ჩვენ უკვე Slack-ში, Facebook Messenger-ში ან თუნდაც, iMessage-ის გაგზავნის დროს ვიყენებთ. 

დაბოლოს, როგორც იქნა, Zoom შეხვედრებზე Q&A-ს, ანუ კითხვებსა და პასუხებს დაამატებს. იდეა კი უფრო მეტად ორგანიზებული შეხვედრების ირგვლივ ტრიალებს…

მოამზადე ავტომობილი ზამთრის თავგადასავლებისთვის — იანვრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

პლატფორმა, რომელიც AI გენერატორის საშუალებით პერსონალიზებულ მუსიკას ქმნის