in

როგორ დავაღწიოთ თავი Zoom-ის შეხვედრებისგან გადაწვას?

„იქნებ, მეილით ვიკონტაქტოთ?“

„მე აქ ვარ. მე არ ვარ კატა,“ – ეს ფრაზა, სულ ცოტა ხნის წინ, მთელ ინტერნეტს მოედო. ტექსასელმა ადვოკატმა ონლაინ სასამართლო სხდომაზე ჩართვა ვერ შეძლო, რადგან მის ნაცვლად, კატის კნუტის გამოსახულება ჩანდა და არსად აპირებდა წასვლას. ეს იმ უხერხულობათაგან მხოლოდ ერთი მაგალითია, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიო აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ Zoom-ში სახლიდან, კომფორტულად მოკალათებულები შეიძლება ვერთვებოდეთ, ამ გზით კომუნიკაცია ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და სრულიად ბუნებრივია, თუკი მისგან გადაწვა იგრძენით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Zoom-ისგან გადაწვის რამდენიმე სტადიას ასახელებენ:

უარყოფა: „დიახ, რა თქმა უნდა, Zoom ჩართვა მოსახერხებელია ახლა“ (და აბაზანაში იკეტება)
ბრაზი: „არა, დღეს არ მინდა კამერის ჩართვა. მადლობა“
ვაჭრობა: „იქნებ, მეილით ვიკონტაქტოთ?“
დეპრესია: „რა აზრი აქვს, ერთმანეთს რომც ვხედავდეთ?“
თანხმობა: „კი, რატომაც არა“ (და დონზე ისმის ბავშვის ტირილი და ძაღლის ყეფა)

როგორც მოსალოდნელია, Zoom-ის ჩართვა კარგა ხანს არ გაქრება, მაშინაც კი, თუკი მის გამოყენებას უფრო ნაკლებად ვეცდებით. მაშ, როგორ გავუმკლავდეთ იმ სტრესს, რაც ვიდეოზარს ახლავს და როგორ გავზარდოთ ეფექტიანობა?

რაც ნაკლები, მით უკეთესი

გადაღლა, რასაც ვიდეოზარებისგან განიცდით, მხოლოდ თქვენი პრობლემა როდია. იმის მიუხედავად, რომ წასვლა არსად გიწევთ, Zoom-ის ჩართვა მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას და ენერგიას. ასეთ დროს, საფიქრალი არამხოლოდ უშუალოდ დიალოგს ეხება, არამედ შინაურ ცხოველებსა და სხვა ფაქტორებს, რაც თქვენი საზრუნავია.
ამიტომ, ეცადეთ არ გადატვირთოთ თქვენი დღის განრიგი ვიდეოზარებით. ეცადეთ Zoom-ის შეხვედრა ჩანიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს აუცილებელია და აუხსენით მდგომარეობა მონაწილეებს.

თუკი დისტანციურად გიწევთ გუნდის მართვა, კიდევ ერთი გზა არსებობს, რათა ვიდეოზარები უფრო ნაკლებად მოსაბეზრებელი გახადოთ. დააყენეთ თქვენი Zoom-ის ოფციები სასურველ პოზიციაში – მაგალითად, მონიშნეთ ჩართვების სასურველი დროები, გამზადებული გქონდეთ განათება, ხმა, კამერის პოზიცია, რათა ჩართვების დროს, ნაკლებად მოგიწიოთ ამაზე ზრუნვა.

როგორც საუბრის ინიციატორსა და მასპინძელს, არ დაგავიწყდეთ თქვენი პასუხისმგებლობა

ისევე, როგორც კამერის ჩართვა მოითხოვს მეტ ენერგიას, ასევე, ონლაინ შეხვედრის წაყვანას სჭირდება დიდი ძალისხმევა მონაწილეთა ჩართულობის შენარჩუნებას. გარდა იმისა, თუ როგორ წაიყვანოთ ვიდეოჩართვა, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ქცევებს: დაიწყეთ დროულად, გააცანით დღის კონკრეტული განრიგი, ყურადღება მიაქციეთ, როგორ დაიწყებთ და დაასრულებთ ჩართვას, რათა მსმენელების ყურადღება მაქსიმალურად შეინარჩუნოთ. დასვით კითხვები, ჩართეთ მონაწილეები, სთხოვეთ, გაგიზიარონ გამოცდილება.

შეწყვიტეთ Zoom-ში საკუთარი გამოსახულების ყურება

დიახ, ამას ყველა ვაკეთებთ: როდესაც ჩვენი კამერა ჩართულია, მიდრეკილნი ვართ ხშირად ვუყუროთ საკუთარ სახეებს. შეხვედრის დაწყებამდე, დააკვირდით საკუთარ გამოსახულებას და შეცვალეთ, თუკი საჭიროებას დაინახავთ. შემდეგ კი, დამალეთ თქვენი ფანჯარა ისე, რომ სხვები გხედავდნენ, თქვენ კი ვერ ხედავდეთ საკუთარ გამოსახულებას. ამგვარად, ნაკლებად გაგეფანტებათ ყურადღება. ხოლო თუკი კონცენტრაცია მაინც გიძნელდებათ, შეხვედრამდე გაიაზრეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ შეხვედრის მსვლელობაში. საუბრის დაწყებამდე თქვენი სიტყვებით გაიმეორეთ ის, რაც მოისმინეთ, რათა ურთიერთგაგება უფრო გაამყაროთ. ჩაინიშნეთ საინტერესო დეტალები, რაზეც საკუთარ აზრს გამოთქვამთ.

 

წყარო: inc.



ქართული კომპანიებიდან გვპასუხობენ: როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა პანდემიის დროს?

სიახლე „თიბისი ფეიში“ – გადაიხადე უცხოური ბარათით