in

როგორ იქცა შეყვარებულის ნახვის სურვილი მილიონიან ბიზნესად – Zoom-ის წარმატების ისტორია

ზუმის ლინკს ჩაგიგდებთ” – ეს ფრაზა ბოლო ორი წელია, ჩვეულებად იქცა ოფისებში, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა საქმიან ურთიერთობაში. მას მერეც კი, რაც პანდემია დასტაბილურდა და დისტანციურიდან ფიზიკურ სივრცეებზე გადავედით, სწორედ ონლაინ ვიდეო კონფერენციების ჩასატარებელი პლატფორმის დამსახურებაა, რომ ისევ გვეკომფორტულება შეხვედრების დისტანციურად ჩანიშვნა.

როდესაც COVID-19-მა მსოფლიო შეაჩერა 2020 წლის მარტში, ერიკ იუანმა იცოდა, რომ მილიონობით ადამიანი დაეყრდნობოდა Zoom-ს. პლატფორმას აქვს ზრდის გამაოგნებელი სტატისტიკა. ყოველდღიურად მას 300 მილიონამდე მონაწილე სტუმრობს. იმისთვის, რომ ვიდეო კონფერენციების გიგანტად ქცეულიყო, Zoom-ს 18 თვეზე ცოტა მეტი დასჭირდა.

მოდი, გავიგოთ, ზუმის წარმატების ისტორია და მოკლედ მიმოვიხილოთ გზა, რომელიც მან აქამდე გაიარა. ერიკ იუანი არის Zoom-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ის დაიბადა და გაიზარდა ტაიანში, ჩინეთში.  მისი შთაგონების წყარო გახდა შეყვარებული გოგონა, რომელთან მისაღწევადაც მატარებლით 10 საათი სჭირდებოდა და ამ დისტანციის შევსებაზე ფიქრობდა.

ვიდეოკომუნიკაციები, როგორც ჩანს, ერიკის დიდი დროის გატაცება და ოცნება იყო, რადგან ჯერ კიდევ 1987 წელს, როცა პირველი კურსის სტუდენტი იყო, იმუშავა ვიდეოტელეფონებისთვის სპეციალური პროგრამის დაწერაზე. მან უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების კუთხით მიიღო.

90-იან წლებში ის გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მუშაობა ერთ-ერთ გლობალურ ფირმაში, Cisco-ში დაიწყო. ერიკს უკვე ჰქონდა ზუმის შექმნის იდეა, მაგრამ შესაფერის დროს ელოდებოდა მის გასამჟღავნებლად. ერთხელაც მან წარუდგინა იდეა Cisco-ს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის უარყოფილ იქნა. იუანმა დატოვა Cisco, იმის მიუხედავად, რომ აქ ჰქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახური კორპორაციული ვიცე პრეზიდენტის პოზიციით.

აქედან იწყება პირველი გარდატეხა და ერიკ იუანი იწყებს თავისი იდეის განხორციელებას. პირველად პლატფორმის ბეტა ვერსია ოფიციალურად 2012 წელს ჩაეშვა და შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლამდე ვითარდებოდა და იხვეწებოდა. ამასობაში ბევრი მომხმარებელიც მოაგროვა და ვებკონფერენციების ლიდერადაც კი დასახელდა 2016 წელს.

პანდემია და Zoom

მიუხედავად აღმავალ-დაღმავალი პერიოდებისა, ყველაზე დიდი და გარდამტეხი როლი პლატფორმის ცხოვრებაში მაინც პანდემიამ შეასრულა. COVID-19-მა ნამდვილად გააძლიერა Zoom-ის წარმატების ისტორია.

კომპანიები, სკოლები თუ კოლეჯები, ყველამ დაიწყო Zoom Video Communications-ის გამოყენება საქმიანი შეხვედრებისა და ლექციების ჩასატარებლად. თავის მხრივ, კომპანიამაც გონივრული გადაწყვეტილებები მიიღო და ზოგიერთ სკოლას უფასო მომსახურება შესთავაზა. Zoom-მა ასევე გამოუშვა ფასიანი განათლების გეგმა, რომელიც საშუალებას აძლევს შეუზღუდავი შეხვედრების გამართვას 300-მდე ადამიანისთვის. ეს შეხვედრები იძლევა ჩაწერის, ტრანსკრიფციისა და სხვა ადმინისტრაციული კონტროლის საშუალებებსაც. ამ აქტივობებმა ხელი შეუწყო Zoom-ის გამოყენების მკვეთრ ზრდას და ხელი შეუწყო Zoom-ის წარმატებას. მაგალითად, სულ რაღაც 1 დღეში Zoom აპლიკაცია 3 43 000-ჯერ გადმოიტვირთა.

Zoom ასევე გახდა სოციალური პლატფორმა Millennials თაობისთვის. პანდემიის დროს, როდესაც მათ არ შეეძლოთ სახლიდან გამოსვლა, ისინი იყენებდნენ Zoom-ს ბრმა პაემნებისა და შესვენებისთვის. ატარებდნენ სახალისო აქტივობებს, რითაც დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ.

ამ ყველაფერმა იდეას, რომელიც ჯერ დაიწუნეს, მერე კი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, საბოლოოდ ის შედეგი მოუტანა, რომ დღესდღეობით Zoom-ს 750000-ზე მეტი კომპანია იყენებს. იუანის ქონებამ 5,6 მილიარდ დოლარს მიაღწია და იყო ისეთი შემთხვევაც, მისი ქონება ერთ დღეში 20 მილიონი დოლარით რომ გაიზარდა.

Zoom-ის მისია ადამიანებზე ორიენტირებული ღრუბლოვანი სერვისის შექმნაა, რომელიც აუმჯობესებს შეხვედრების გამოცდილებას, კომუნიკაციის ხარისხსა და ეფექტურობას.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Nutella – ბედნიერებით სავსე ქილა

The Body Shop „დაბერების საწინააღმდეგო“ პროდუქციაზე აღარ ისაუბრებს