in

Zoom Escaper არასასურველი ონლაინ შეხვედრებიდან დაგიხსნით!

ის მოიცავს ეფექტებს, რომლებიც ცუდ კავშირზე მიუთითებს

ალბათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველასათვის ნაცნობია ეს გრძნობა – Zoom-ის ონლაინ შეხვედრა სულ რაღაც ნახევარ საათს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს…

დეველოპერისა და არტისტის, სემ ლავინის მიერ შექმნილი Zoom Escaper ვებ-აპლიკაციაა, რომელიც აპლიკაცია VB-Cable-ს იყენებს, რათა უამრავი ეფექტის გამოყენებით, “ზუმის” შეხვედრიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

ეფექტები მოიცავს ბგერებსა და ექოს, რომლებიც ცუდ კავშირზე მიუთითებს. ამას ემატება სახალისო ვერსიებიც, როგორიცაა “გაბრაზებული ბავშვი”, “ძაღლები”, “კაცის ტირილი” და ა. შ. “უკაცრავად, ხალხო, ჩემს ოთახში კაცია და როგორც ჩანს, ტირის. შეხვედრას მოგვიანებით შემოვუერთდები” – ეს ერთგვარი საბაბია, საბაბია, რომლის დახმარებითაც, თავს აარიდებთ გახანგრძილებულ შეხვედრას.

იმისათვის, რომ Zoom Escaper გამოიყენოთ, საჭიროა VB-Cable-ის პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება. ის თქვენ არ შეგაწუხებთ, მაგრამ სხვებისთვის გაუსაძლისი იქნება.

სიმართლე რომ ითქვას, არჩევანი თქვენზეა – იტყვით სიმართლეს თუ სხვადასხვა საბაბის ძებნას დაიწყებთ. ალბათ, ზოგჯერ მართლაც საჭიროა ასეთი რაღაცის გაკეთება და თავის დაღწევა!

ადაპტაციური ორგანიზაციების საიდუმლოს ნდობა წარმოადგენს!

ნახეთ: მიტოვებული ტაძრების ნანგრევების მშვენიერება