Zoom, წლის ბოლომდე რამდენიმე ახალ მოწყობილობაზე გამოჩნდება. კომპანიის ინფორმაციით, მათი აპლიკაცია Amazon Echo Show-ზე, Facebook Portal-სა და Google Nest Hub Max-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
Zoom-ისთვის ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ვიდეოკონფერენციებისთვის განკუთვნილ ლიცენზირებულ მოწყობილობებზე ადაპტაცია. Amazon Echo-ს, Facebook Portal-ისა და Google Nest-ის სენსორულ ეკრანებზე ჩაშენებული მიკროფონებით და კამერებით, „ზუმის“ ვიდეოშეხვედრები და ვიდეოკონფერენციები, ტექნიკური თვალსაზრისით, ბევრად მაღალი ხარისხის იქნება.
ეს ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია Google-ის, Amazon-ისა და Facebook-ისთვისაც. მართალია, ვიდეოზარებისთვის მათ საკუთარი პლატფორმები (Google Meet და Facebook Messenger) ჰქონდათ, მაგრამ „ზუმი“ გაცილებით მაღალი ხარისხის და ბევრად უფრო პრაქტიკულია.
Zoom, პირველად, Facebook Portal-ზე, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გამოჩნდება. მოგვიანებით კი, წლის ბოლომდე, Google-სა და Amazon-ზეც დაემატება.
სამივე პლატფორმაზე, „ზუმი“ სხვადასხვაგვარად იქნება ადაპტირებული, რომ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად პრაქტიკული იყოს მისი გამოყენება.