in

Zoom-ში AI ფუნქციები ამოქმედდება — რას მოიცავს ეს?

veon
veon

უახლესი განცხადების მიხედვით, Zoom, ვიდეო შეხვედრების აპლიკაცია OpenAI-სთან თანამშრომლობს, რათა გაუმჯობესებული ფუნქციები დანერგოს. ეს მოიცავს ჩატში მიწერილი შეტყობინებების შეჯამებას, იდეების დაორგანიზებას, შეხვედრის განრიგის გაწერას და ა. შ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციები მომხმარებლებს დაეხმარება, დისტანციური მუშაობის პროცესებმა გაცილებით მარტივად და პროდუქტიულად ჩაიაროს. მაგალითად, როცა ვინმე მოგვიანებით შეუერთდება შეხვედრას, ბოტი მოკლე შეჯამებას მიაწოდებს იმის შესახებ, თუ რაზე ისაუბრეს აქამდე.

გარდა ამის, თუ შეხვედრისთვის საჭიროა „თეთრი დაფა“, Zoom IQ-ს შეუძლია ამის ვიზუალიზაციაზე მხოლოდ ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე იზრუნოს. სესიის დასრულების შემდეგ კი AI ყველაფერს ერთიანად გადახედავს და მიმოხილვას საერთო ჩატში გააგზავნის — ასე რომ, ყველას სათითაოდ არ დასჭირდება მნიშვნელოვანი დეტალების მონიშვნა.

ხოლო მათ, ვისაც შეტყობინებების დაწერა უჭირთ, „chat compose“ ფუნქცია დაეხმარებათ — მისი მეშვეობით, შესაძლებელია სწორი სიტყვების შერჩევა და პასუხების მონახაზის მიღება; ორიგინალი ტექსტის სხვაგვარი ფორმულირება.

ამ ყველაფერთან ერთად, გენერაციული AI შეხვედრის დასრულების შემდეგაც განაგრძობს მუშაობას: აგზავნის მეილებს და ნიშნავს შესასრულებელ თუ შესრულებულ დავალებებს — აქვე დასაშვებია შესაბამისი ტონის არჩევა, ფორმალურიდან მეგობრულამდე.

„ხშირად სამსახურში მცირე დეტალებიც კი დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს… განახლებული მახასიათებლები კი დაგეხმარებათ, ის დრო, რომელიც შემაჯამებელი მეილის დაწერას სჭირდება, AI-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერების წაკითხვას მოანდომოთ. ამ პატარა ნიუანსების გადაჭრით, დიდ რესურსს დავზოგავთ“, — აღნიშნავენ კომპანიაში და დასძენენ, რომ ეს გზა გაფართოებულ შემოქმედებითობამდე, კოლაბორაციის ახალ ეტაპამდე მიგვიყვანს.

ქალი მშენებელი „ელემენტ ჰოლდინგიდან“

VR სიმულაცია ადამიანს საშუალებას აძლევს „სიკვდილი განიცადოს“