in

კარანტინის გასახალისებლად, Zoom-ისთვის ორიგინალური ფონები შეიქმნა

იმისათვის, რომ კარანტინის პერიოდი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის როგორმე გაეხალისებინათ, მარკეტერებმა ორიგინალურ ხერხს მიმართეს. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად იმატა საკონფერენციო პლატფორმა Zoom-ის პოპულარობამ. და რაკი, იზოლაციასა და კარანტინში მყოფი ინტერნეტ მომხმარებლები Zoom-ს სულ უფრო ხშირად იყენებენ, საკომუნიკაციოდ აპლიკაციის ფონი გამოიყენეს.

არქიტექტურულმა კომპანია Behr Paint-მა Zoom-ის ფონებად ინტერიერის დიზაინის ფოტოები ატვირთა. თუკი, “შინაური ოფისი” ლამაზად გინდათ მოიწყოთ, შეგიძლიათ ეს ფონები გამოიყენოთ.

Zoom ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის გარდა, კულინარიული ბრენდებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. მაგალითად, რესტორნების ქსელმა The Infatuation გემრიელი კერძების ფოტოები განათავსა, ასე რომ, პეპერონის, სუშის, ფრის, შემწვარი ყველის თუ სალათის ფონის განთავსება სულაც არ წარმოადგენს პრობლემას.

5 რჩევა – როგორ დავძლიოთ კრიზისი და დავიცვათ ბიზნესი კორონავირუსის პერიოდში

იაპონია მშვიდად იგებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას