in

Zoom-ის განახლება რეალურ დროში მიღებულ თარგმანს მოიცავს!

კომპანიამ ბევრი ახალი საინტერესო ფუნქცია წარადგინა

veon
veon

Zoom-მა თავის ყოველწლიურ ღონისძიებაზე Zoomtopia, განაცხადა, რომ ვიდეოკონფერენციების პლატფორმაზე რიგი ინოვაციებისა და ახალი ფუნქციების დანერგვას გეგმავს. ეს კი კომუნიკაციის ახალი ეპოქის დაწყებას გულისხმობს.

ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი, რომელსაც ვიდეოკონფერენციის პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლები მოუთმენლად ელოდნენ, არის საუბრის რეალურ დროში თარგმნა და ტრანსკრიფცია. ამის საშუალებით, Zoom კიდევ უფრო ინკლუზიური გახდება და თანაც, მომავალი წლისთვის უკვე მრავალი ენა იქნება ჩართული.

რადგანაც ჰიბრიდული და დისტანციური თანამშრომლები სწორედ ვიდეოკონფერენციების პლატფორმებს ეყრდნობიან, კომპანია Zoom Whiteboard-ზე წვდომის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ეს დაფა ერთგვარი ციფრული ტილო იქნება, რომელიც უწყვეტ, სინქრონულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს რეალურ დროში.

გარდა ამისა, Zoom-მა ახალი დეტალები გამოავლინა – ერთ-ერთი ფუნქციის ამოქმედებისთანავე, თანამშრომლებს ოფისის ინტერაქციული რუკის გამოყენებით, შეეძლებათ, მაგიდები და ადგილები დაჯავშნონ. ხოლო მარტივი ავტორიზაციის მეშვეობით, მომხმარებლებს პერსონალური Zoom გამოცდილების გადატანა Zoom Room -სა და Zoom Phone-ში შეეძლებათ.

ვიდეო ხმოვანი შეტყობინებები და უწყვეტი თანამშრომლობა

როგორც სამომავლო გეგმების ნაწილს, Zoom Chat Huddle View-ს შეუძლია, არხების ვიზუალური განლაგება უზრუნველყოს, რაც დისტანციურად მომუშავე პირებს ერთიანობის განცდას მიანიჭებს. არხის წევრებს შეეძლებათ, ვირტუალური ფონი შეარჩიონ, ნახონ ვინ არის ხაზზე და სწრაფად განსაზღვრონ დაკავებულები არიან თუ არა კოლეგები.

ასევე, კომპანიას სურს, Zoom Phone-ში ვიდეო ხმოვანი ფოსტა დანერგოს. ეს ახალი ფუნქცია შექმნილია იმისათვის, რომ სტანდარტული ხმოვანი ფოსტის უფრო მიმზიდველი ალტერნატივა უზრუნველყოს.

“უწყვეტი თანამშრომლობა” კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა, რომელზეც პლატფორმა მუშაობს – იგი Zoom-სა და მესამე მხარეებს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ემსახურება. ამ დაგეგმილი გაუმჯობესების წყალობით, მომხმარებლებს ფაილების, ჩანაწერებისა და ჩათის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

ნატო მეტონიძე Situationist-ის ერთ-ერთი სახე გახდა

პირველად საქართველოში! „ისთ ფოინთი“ პატარა მეწარმეებს იხმობს – პროექტი „ბავშვების მარკეტი“