in

Zoom თქვენს ჟესტებს ამოიცნობს

veon
veon

Zoom რეალური და ციფრული კომუნიკაციების დაახლოებას ცდილობს — შედეგად, იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ, აპლიკაციაში გვთავაზობს. მათ შორისაა Zoom-ის ემოჯიებიც, რაც თქვენი ემოციისა თუ დამოკიდებულების ჩვენების საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, შეგიძლიათ ტაში დაუკრათ თანამშრომელს, ან თუნდაც, გული გაუგზავნოთ. ეს პროცესი კი მეტად მოსახერხებელი რომ გამხდარიყო, Zoom-მა ჟესტების ამოცნობა დაიწყო — კამერასთან უბრალოდ ხელის აწევით იგი თქვენს გამოსახულებას შესაბამის ემოჯის ამატებს. 

ეს ფუნქცია iPad-სა და iPhone-ზე მანამდეც იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ამას კომპიუტერიდანაც შეძლებთ. უახლეს ვერსიაში მრავალი სხვა დეტალიც არის გაუმჯობესებული, მათ შორისაა Zoom-ის თეთრი დაფა, ოთახებად დაყოფისა და დიდი ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო ფუნქციები.

იმასაც ამბობენ, რომ Zoom ინდუსტრიაში არსებულ ყველა ინოვაციურ იდეას მალევე ითვისებს და საკუთარ პლატფორმაზე ამატებს. მაგალითად, ჟესტების ამოცნობაზე ჯერ აპლიკაცია Mmhmm მუშაობდა, თეთრი დაფები კი ინდუსტრიაში Miro-სა და Figma-ს კომპანიებმა შემოიტანეს. არსებულ მდგომარეობას Zoom მხოლოდ ერთი მიზნით ხსნის — გახდეს მთავარი და შეუცვლელი პლატფორმა ონლაინ კომუნიკაციის დროს.

LAB — ექსპერიმენტული ტანსაცმლის ბრენდი ფუტურისტული იდეებით

BTU-სა და EKIMO-ს მიერ ჩატარებული HealthTech ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია