26
May
2014

„ზოომარტი“ – ახალი ზოომაღაზია თბილისში

26 May 2014

Startauperi
Startauperi


“ზოომარტი“ მომხმარებლებს ცხოველებისა და ფრინველების საკვებისა თუ სხვა ინვენტარის შეძენას ინტერნეტითაც სთავაზობს.

მაღაზიის დამფუძნებელი თორნიკე ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მათ კომპანიას უკვე ჰქონდა რამდენიმე წლიანი დამფუძნებელი - თორნიკე ელიზბარაშვილიგამოცდილება ცხოველთა საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციაში.

თორნიკე ელიზბარაშვილი: ვთანამშრომლობდით საქართველოში არსებულ ზოომაღაზიებთან და ვხედავდით ზოორითეილში არსებულ ხარვეზებს, ვადევნებდით თვალს ბაზრის ზრდის დინამიკას და ვხედავდით განვითარების პერპექტივას.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ევროპული დონის სუპერმარკეტის ფორმატის ზოომაღაზია.

რა იყიდება თქვენს მაღაზიაში და რამდენად დიდი არჩევანი გაქვთ?

„ზოომარტში“ წარმოდგენილია 1500-ზე მეტი დასახელების პროდუქცია: ძაღლების, კატების, მრღნელების, ფრინველების, თევზებისა და რეპტილიებისთვის.

არჩევანს რაც შეეხება, ჩვენთან წარმოდგენილია შინაური ცხოველებისთვის საჭირო ყველა ტიპის პროდუქცია, დაწყებული საკვებით და დამთავრებული ავეჯითა და სათამაშოებით.

IMG_0158

თქვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გარკვეული კონსულტაციების გაწევა?

„ზოომარტში“ მუშაობს გამოცდილი მენეჯერი და კონსულტანტები. კონსულტანტები სპეციალიზირდებიან მიმართულების მიხედვით (კატა და ძაღლი, ფრინველები და თევზები, რეპტილიები და მღრნელები). ასევე, პროექტის ფარგლებში მუშაობს ონლაინ მარკეტერი, რომელიც პასუხისმგებელია ონლაინ მაღაზიის გაყიდვებზე, ინტერნეტ სივრცის მონიტორინგსა და მენეჯმენტზე.

ქალაქში უკვე არის ვეტერინარულ მაღაზიათა ქსელი, ჰყავთ ვეტერინარიც. თქვენ რითი გაუწევთ მათ კონკურენციას?

თავისი ფორმატიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, „ზოომარტი“ ბაზარზე უკონკურენტოა. ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: ქალაქში ყველაზე დიდი არჩევანია, საკვები პროდუქციის შეძენა ყველაზე დაბალ ფასადაა შესაძლებელი, გვაქვს გამართული სერვისი და მუდმივი მარკეტინგული აქტივობები, რაც ამ ინდუსტრიაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაღაზიას ასევე გააჩნია საკუთარი, კომფორტული ავტოპარკინგი. „ზოომარტის“ გახსნასთან ერთად ამოქმედდა ონლაინ მაღაზია მისამართზე www.zoomart.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთი და კურიერი მას სასურველ დროს პირდაპირ სახლში მიაწვდის.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

„ზოომარტი“ ქსელური პროექტია და 2014-2018 წლის ფარგლებში იგეგმება ასეთი 15 ობიექტის გახსნა თბილისისა და რეგიონების (ქუთაისი, ბათუმი) მასშტაბით. გაფართოების სხვა სტრატეგიას რაც შეეხება, ეს იქნება თავისთავად ასორტიმენტის ზრდა (5,000 პოზიციამდე) და ასევე ვფიქრობთ დამატებითი სერვისების შეთავაზებას ვეტერინარიისა და გრუმინგის მიმართულებით.

10314533_844176005597296_1991861343959628077_n

1016941_844177795597117_8186776234941814341_n

განხილვა