in

ცაში აფრენილი სტეფანე — ზუმერის ახალი საზაფხულო კამპანია

ზუმერი მორიგ საზაფხულო ჰიტს გვთავაზობს, მისთვის ჩვეული ფერადი კლიპით, რომელსაც წელს ზაფხულის მოწყენილობასთან ბრძოლაში უპირობო ლიდერობა უწერია.

ალბათ, უკვე შეგხვდებოდათ ინტერნეტ სივრცეში სტეფანეს კადრები, რომელიც ჰაერში ლივლივებს. ქეით ბუშის 80-იანების ჰიტის ზუმერული ვერსიასაც ხომ არ ღიღინებთ უკვე?

ზუმერმა წლევანდელი ზაფხულის კამპანია საზაფხულო ტექნიკას, და მისი აუცილებლობის დამტკიცებას დაუთმო, რადგან არდადეგები ტექნიკის გარეშე წარმოუდგენლად მოსაწყენია.

ზუმერის მარკეტინგის დირექტორი, ეთო მერებაშვილი:

ყველა ზაფხულს თავისი ჰიტი აქვს. კონკრეტული სიმღერები გარდასულ ზაფხულებს გვახსენებს და ძვირფას მომენტებს აცოცხლებს ჩვენს წარმოსახვაში. ზუმერში გადავწყვიტეთ, შეგვექმნა 2022 წლის ზაფხულის ჰიტი – ხარისხიანი, გემოვნებიანი და რაც მთავარია, ზუმერული სიმღერა. კონცეფცია ერთხმად ავირჩიეთ. Stranger Things ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მოვლენაა თანამედროვე სატელევიზიო ისტორიაში, ზუმერი კი, ტრადიციულად, ტრენდების ავანგარდში მოექცა.

ზუმერმა დიდი ხანია აქცია მუსიკა საკომუნიკაციო მედიუმად. ჩვენთვის სიმღერა სათქმელის გადმოცემასთან ერთად კომერციულ მიზნებს ემსახურება. ამ კამპანიის ფარგლებში ყურადღების გამახვილება აუდიო ტექნიკასა და საზაფხულო გაჯეტებზე გადავწყვიტეთ.
დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს ენთუზიაზმს ზუმერის მომხმარებელი და მსმენელიც აიტაცებს და ჩვენი ჩანაფიქრი ზაფხულის ჰიტთან დაკავშირებით, რეალობად იქცევა.

რგოლსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” გუნდი მუშაობდა:

„ჩვენთან ლივინგსტონში ზაფხული ერთმნიშვნელოვნად მუსიკასთან ასოცირდება. გაგვიმართლა და ზუმერის მხრიდან მიღებული ბრიფიც სწორედ ზაფხულის დაუვიწყარი ჰიტის შექმნისკენ მოგვიწოდებდა.

ვიფიქრეთ, რომ მაყურებელს ამ ზაფხულს ყველაზე მეტად ხარისხიანი, 80-იანების სტილის მუსიკა სჭირდებოდა, რომლითაც თავგადასავლებსაც გაიფერადებდა და ზაფხულის მოგონებების გაფორმებასაც შეძლებდა.

საუკეთესო 80-იანების ჟღერადობა Basho Pond (ლაშა რამიშვილთან) ერთად ვიპოვეთ, და საზაფხულო ციებ-ცხელებაში არც Stranger Things-ის უპრეცედენტო აქტუალობა გამოგვრჩენია, არც სოფელი სამების ტერიტორიაზე დატრიალებული უცნაური ამბები.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მივადექით იმ პრობლემას, რომელიც ყველა ზაფხულს ახლავს თან – მოწყენილობას. მასთან ბრძოლაში კი მუსიკა უძლიერესი იარაღია“.

საზაფხულო სევდისგან არავინაა დაცული. მოწყენილობასთან შერკინებაში რეკლამის მთავარი გმირი — თვით სტეფანეც კი, უძლური აღმოჩნდა.

თუ Stranger Things-ის უკანასკნელმა სეზონმა რამე გვასწავლა, ისაა, რომ მუსიკით ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება. ასეც მოხდა, მის გარშემო შეკრებილ ხალხს შორის ერთი ჭკვიანი, ყურსასმენებით აღჭურვილი ბიჭუნა აღმოჩნდა, რომელმაც ხსნა მუსიკაში იპოვა. სხვებიც მალევე დაარწმუნა თავის გეგმაში და ზუმერული ტექნიკისა და საზაფხულო ჰიტის დახმარებით სტეფანე მიწაზე დააბრუნა.

ფაქტია, რომ ზუმერის გუნდმა და სააგენტო ლივინგსტონმა ახალი ერთობლივი ნამუშევრით, კიდევ ერთხელ გაგვიფერადეს ზაფხული, და ზუმერული არდადეგების გასატარებლად საუკეთესო საზაფხულო ჰიტიც გვაჩუქეს.

ჰო, თუ ჯერ არ გინახავთ:

 [პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: საბეჭდი მანქანის ნაწილებისგან შექმნილი სკულპტურები

ამ მილირობოტს სხეულში ცურვა და საჭირო წამლების მიწოდება შეუძლია