in

Zoom ახალ ლოგოსა და პროდუქტების რებრენდინგს წარმოგვიდგენს

veon
veon

თუ თქვენც აქამდე ფიქრობდით, რომ Zoom მხოლოდ ვიდეო შეხვედრების აპლიკაცია იყო, კომპანიამ თქვენთვის თავისი ლოგოს გაუმჯობესებული ვერსია შექმნა, სადაც თითოეული O აპლიკაციის განსხვავებულ ფუნქციებს წარმოადგენს: გუნდის ჩატი, შეხვედრები, ოთახები და ა. შ.

რაც ვიდეო შეხვედრების აპლიკაციად დაიწყო, სწრაფად გადაიზარდა სამაუწყებლო ვებინარებში, საკონფერენციო ოთახებში… ის აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას. ეს ევოლუცია ათწლეულზე დიდი ხანია მზადდებოდა, თქვენ კი მას ახლა განახლებული ვიზუალით იხილავთ, — ამბობს ჯანინ პელოსი, Zoom-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ახლა კი მთავარ ცვლილებაზე ვისაუბროთ, Zoom Chat Zoom Team Chat-ად გადაკეთდება. მართალია, მან ვიდეო შეხვედრების შესაძლებლობით მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ კომპანიას ახლა ამის შეცვლა სურს. 

 საუბრები ვიდეო ზარებისა და შეხვედრების დროს იწყება, მაგრამ ჩვენი მუდმივი ჩატის პროდუქტში ეს საუბრები უფრო მეტ რაღაცად გადაიქცევა, — ამბობს პელოსი.

Zoom Team Chat გთავაზობთ სხვადასხვა არხებს ისევე, როგორც Slack და Microsoft Teams. ამასთან, იგი გარე თანამშრომლობასა და მესამე მხარის აპლიკაციებთან ინტეგრაციას უჭერს მხარს. Zoom One-ის ნაწილია, კომპანიის კომუნიკაციის შეთავაზების, რაც მოიცავს 300 ადამიანის Zoom შეხვედრებს, Zoom Whiteboard-სა და 5GB მეხსიერებას.

მართალია, პლატფორმამ მზარდი პოპულარობა პანდემიის დროს მოიპოვა, მაგრამ ახლა იგი ცდილობს, თქვენთვის მთავარი აპლიკაციაც გახდეს: ჩვენ ვისწრაფვით, რათა თქვენი სამუშაო დღის ოპერაციული სისტემა გავხდეთ. დიახ, Zoom დღეს ნამდვილად სარგებლობს ბრენდის დიდი ცნობადობით, მაგრამ მათთვისაც კი არ იქნება მარტივი კომპანიების დარწმუნება, უარი თქვან Microsoft 365-ისა და Google Workspace-ის შესაძლებლობებზე.

შესაძლოა, დღის სინათლე ჩვენს ტვინში ცვლილებებს იწვევდეს — კვლევა

რა გავლენას ახდენს სოციალური მედიის ტენდენციები SEO ოპტიმიზაციაზე