უკვე რამდენიმე წელია, დისტანციურად მუშაობის კულტურა წარმატებით დაინერგა არაერთ ინდუსტრიაში. უბრალოდ, ვიდეო-შეხვედრები მაინც გვჭირდება და ამისათვის საგანგებოდ ვეძებთ სახლის ყველაზე მშვიდ, კომფორტულ და ლამაზ კუთხეს. ზოგჯერ კი ყველაზე მარტივ გამოსავლად Zoom-ის ფონები გვევლინება.
ამასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში დურჰამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს აღნიშნული ფონები ადამიანების პირველ შთაბეჭდილებებზე. კვლევაში 167 პირი მონაწილეობდა, რომელთაც 72 განსხვავებული კადრის სანდოობა უნდა შეეფასებინათ. ზუმის ფონებს შორის კი რამდენიმე ვერსია იყო გამოყენებული: სახლი, ბუნდოვანი სახლი, წიგნების კარადა, მცენარეები, ცარიელი კედელი და სხვა.
დასკვნები ასეთია:
- საუკეთესო: როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, წიგნების ან მცენარეების ფონი ყველაზე მეტ სანდოობის განცდას იწვევს. ამას მოჰყვება ბუნდოვანი ვერსია და ცარიელი კედელი.
- ყველაზე ცუდი: ჩვეულებრივი მისაღები ოთახი ყველაზე ცუდი ვარიანტი აღმოჩნდა.
- კონტექსტი: ბედნიერებით გაჟღენთილი გამონათქვამები შეფასდა, როგორც უფრო მეტი სანდოობის საფუძველი.
„პროგნოზების თანახმად, 2024 წლისთვის საქმიანი შეხვედრების 75% ონლაინ რეჟიმში, ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდება. ამგვარად, აღნიშნული კვლევის დასკვნებს დიდი გავლენა ექნება პროფესიულ ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებაზე“, — წერენ მკვლევრები.