ტექნიკის იმპორტიორი კომპანია Zoommer უკვე 8 წელია საქართველოს ბაზარზეა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ზუმერმა ვიდეორგოლი გადაიღო, რომლითაც 8 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ტექნოლოგიურ განვითარებაზე ხაზგასმა სურდა და რომლის მთავარი გმირი კომპანიის პირველი მომხმარებელია. კამპანია სააგენტო Eleven-ის სადებიუტო ნამუშევარია.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/zoommerge/videos/1742588162419415/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ეთო მერებაშვილი, Zoommer-ის მარკეტინგის დირექტორი: “23 ოქტომბერს ზუმერი 8 წლის გახდა, რაც ჩვენს, ტექნოლოგიური რევოლუციების ეპოქაში ძალიან დიდი დროა. გვსურდა, მომხმარებლისთვის გვეჩვენებინა 8 წლიანი პროგრესი წამიერი მოგონებებით, ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც აწმყომდე გრძელდება და ჩვენი პირველი მომხმარებელი, რომელიც 2009 წელს სტუდენტი იყო, კარიერას იწყებდა, დღეს კი უკვე კარიერულად წარმატებულია.
ზუმერისთვისაც ბევრის მომცველი იყო 8 წელი, მუდმივი პროგრესი, ბრძოლა უკეთესი პოზიციებისთვის. დღეს ზუმერი, წარმატებული ბრენდის სახით პოზიციონირებს და კამპანიითაც ამის თქმა გვსურს. ჩვენ ჩვენი მომხმარებლის გვერდით ვიყავით 8 წლის მანძილზე, ახლაც ვართ და ერთად წავალთ წინ, ტექნოლოგიური მომავლისკენ.
ვიდეორგოლის იდეა იმ რეალობიდანაა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ბოლო 8 წლის მანძილზე იმყოფებოდა და რომელშიც ახლაც ვაგრძელებთ ცხოვრებას. განსაკუთრებით ჩვენს სფეროში, ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება აწმყო, რის გამოც ყურადღებით ვაკვირდებით რეალობას და იმ პროგრესს, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, რგოლის იდეა, ის რეალობაა, რომელშიც ვიმყოფებით და მაღალტექნოლოგიური მომავალი, როგორშიც თითოეულ ჩვენგანს სურს ცხოვრება.|
Creative Director: Anano Iashvili
Art Director: Mishka Nemsadze
Film Director: Makho Kipshidze
DOP: Alex Sujashvili
Copywriter: Ana Gelbakhiani
Account Executive: Anano Iashvili
Concept Art: Mishka Nemsadze / Makho Kipshidze
CGI / Visual effects: Sandro Nakashidze
Sound Design: Irakli Gabrichidze
Motion Artist: David Nadaraia
Color Correction: Makho Kipshidze














