სულ ცოტა ხნის წინ მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. ამ დღისთვის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები განსაკუთრებით ემზადებიან – თეთრი პერანგების მოხატვის ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა, უამრავი ფერადი მარკერიც დაიხარჯა, თუმცა ამ დღის დასრულების შემდეგ, ისევე როგორც წინა წლებში, ნაირფრად მოხატულმა პერანგებმა ბნელ გარდერობებში გადაინაცვლა.
სწორედ ამის გამო, ტექნიკის მაღაზია „ზუმერმა” თქვენი ბოლო ზარის პერანგების ნახატების ციფრულ სამყაროში გადატანა, „გაენეფტება” და მათი სამუდამოდ ბლოკჩეინზე შემონახვა გადაწყვიტა. სპეციალურად ამისთვის ზუმერმა შექმნა პლატფორმა lastbell.io, რომლის დახმარებითაც ის ბოლო ზარის პერანგის ნახატებს NFT ART-ად აქცევს.
„ზუმერი, როგორც თანამედროვე და ტრენდების სათავეში მყოფი ბრენდი, ამ ფორმით ეხმაურება ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას. NFT პროექტების პოპულარულობას მათი უნიკალურობაც იწვევს და ჩვენც გადავწყვიტეთ, ფერხულში ჩავერთოთ. გავაკეთოთ ის, რაც აქამდე საქართველოში ჯერ არავის გაუკეთებია. ჩვენი პროექტით აწ უკვე ყოფილ მოსწავლეებს ციფრული მოგონებების შეგროვებაში დავეხმარებით. რაც პერანგზეა, ციფრულ ოკეანეშიც დაიმკვიდრებს ადგილს. ზუმერული ბოლო ზარის NFT კოლექცია 1000 პერანგის ART-ს მოიცავს და “დაგენერირდება” ფოტოებისგან, რომელთაც პერანგის მფლობელი პირველი 1000 ადამიანი lastbell.io-ზე ატვირთავს”, – ეთო მერებაშვილი, მარკეტინგის ხელმძღვანელი.
რაც მთავარია, ავტორებს შესაძლებლობა აქვთ, უბრალოდ ფოტოს ატვირთვით გახდნენ iPhone 13-ის, Airpods 3-ის, Xiaomi-ს სმარტ საათისა და სხვა საჩუქრების მფლობელი
როგორც პლატფორმაზე ვკითხულობთ, საუკეთესო სამეულს “მრავალპერანგისზურგნანახი სკოლის დამსახურებული პერსონალისა და ქართველი სახალხო არტისტებისგან შემდგარი ჟიური” გამოავლენს და მთავარ პრიზებსაც სწორედ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები მიიღებენ. საჩუქრების გარეშე არც სხვა ბევრი მონაწილე დარჩება.
[R]











