ყველა აქ ხართ? გოგიტა და ზაქარიაც აქ არიან? მაშინ, ვიწყებთ! გენა, ფონოგრამა კიარადა, ბიტი!.. უკვე მეორე წელია, “ზუმერი” განსხვავებულად გვიწვევს საახალწლო სამზადისში. საჩუქრების შერჩევის ბოლო წუთამდე გადადებას, დაუსრულებელ რიგებში დგომას, ნერვულობასა და ფასდაკლებების ლოდინს, საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-თან ერთად ეხმაურება. პირველი სახალისო მუსიკალური ვიდეო გასულ წელს გამოჩნდა. გამოგონილი თოქ-შოუს ეთერი სათნო ეთერს, აბესალომსა და სტუდიაში შეკრებილ სხვა მეტოქეებს დაუთმეს. დინამიკური სიუჟეტი, სახალისო სახეები და არანაკლებ სასაცილო ფრაზები ბევრს დაამახსოვრდა. გასული წლის სტილი “ზუმერმა” წლევანდელ საახალწლო კამპანიაშიც შეინარჩუნა. ვიდეორგოლს სრულიად სხვა, თუმცა, მაინც ნაცნობი გმირები ჰყავს. საახალწლო სუფრის გარშემო შეკრებილ პერსონაჟებში შორებლებს, ახლობლებსა და მათ ფრაზებს მარტივად ამოიცნობთ. საზოგადოების სპეციფიკური ჩვევების რეპით გაშარჟება ახალ ვიდეორგოლშიც ტრენდულია. რაც მთავარია, “ლივინგსტონმა” შეძლო გასული წელს შექმნილი სტანდარტის შენარჩუნება – წლევანდელი კამპანია არამხოლოდ შარშანდელზე ეფექტურია, არამედ, მიგვანიშნებს, რომ “ზუმერს” კომუნიკაციის საკუთარი ხელწერა აქვს. ახლა, წესით, კამპანიის დეტალებზე უნდა გესაუბროთ, თუმცა, სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წლევანდელ ვიდეოს. რას ელოდებით? აუწიეთ ბასებს!
როგორც შევიტყვეთ, რებრენდინგის შემდეგ, კომპანიის მთავარი გზავნილია, შთააგონოს საზოგადოებას, არ დაელოდონ ხვალინდელ დღეს, მომავალ წელს, ბოლო წუთს და იცხოვრონ აწმყოში. ბრენდის ფილოსოფიიდან გამომდინარე, სააგენტო “ლივინგსტონის” მთავარი ამოცანა იყო წინასაახალწლოდ შეექმნა გამორჩეული კამპანია, რომელიც მომხმარებლების ყურადღებას მიიქცევდა, გააძლიერებდა ბრენდის მიმართ ემოციურ კავშირს და ამავდროულად, ხელს შეუწყობდა გაყიდვების ზრდას. კამპანიის შექმნაზე, “ზუმერის” მარკეტინგის დირექტორს, ეთო მერებაშვილსა და “ლივინგსტონის” კრეატივ დირექტორს, პავლე გაბრიჭიძეს ვესაუბრეთ.
M: წლევანდელი კამპანიის ბრიფი რა იყო?
ეთო მერებაშვილი: ჩვენი მიმდინარე კამპანიის ბრიფი, შეიძლება ითქვას, ტრადიციული იყო – მომხმარებლებმა საახალწლო შოპინგი დაიწყონ ახლავე. ზოგადად, ჩვენ ყველას, გვჩვევია ყველაფრის ხვალისთვის, ზეგისთვის, საახალწლოდ გადადება, ამასობაში კი მომხმარებლებმა შეიძლება გამოტოვონ საუკეთესო შეთავაზება სმარტფონზე, რომლითაც ახალ წლამდე ბევრ საინტერესო ფოტოს გადაიღებდნენ და სთორის ატვირთავდნენ; შეთავაზება ყურსასმენზე, რომლითაც უკვე შეეძლებოდა Coldplay-ს daddy-ს მოსმენა და ა.შ. გაყიდვების სტიმულირების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ზუმერული კამპანიის შექმნა, რომელიც ტრადიცილუად გამორჩეული იქნებოდა და დიდ რეზონანსს გამოიწვევდა და მომხმარებლის ლოიალობას ბრენდის მიმართ კიდევ უფრო გაამყარებდა.
M: როგორი გადაწყვეტა მოუძებნეთ ბრიფს?
პავლე გაბრიჭიძე: ადამიანებს ხშირად გვგონია, რომ სასურველი ცვლილებები თავისთავად, ძალისხმევის გარეშე მოვა ან ქმედებების მომავალში უსასრულოდ გადავადებით არაფერი დაშავდება. სინამდვილეში კი, არც იღბალზე მინდობაა გამოსავალი და არც გადადებული საქმით მიიღწევა დასახული მიზნები. ამ მანკიერი ჩვევის სადემონსტრაციოდ გადავწყვიტეთ წარმოგვეჩინა ადამიანები, რომლებიც გადავადების მიზნით ყველაზე ხშირად გამოყენებად დროის ზმნიზედებს განასახიერებენ და საახალწლო სუფრის გარშემო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დროს ატარებენ.
ვიდეორგოლის მეორე ნაწილში, ბრენდის სიმბოლო – ზუმერის გოგო, მედღეხვალიე ადამიანებს მანკიერებაში ამხელს, გამოფხიზლებისკენ – ქმედითი ნაბიჯების მყისიერად გადადგმისკენ მოუწოდებს და აჟღერებს მთავარ მესიჯს – ბოლო-ბოლო, რას ელოდები?
M: გადაღების მასშტაბებზე გვიამბეთ. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული?
პავლე გაბრიჭიძე: გადაღება საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო – სეტზე 70-მდე ადამიანი მუშაობდა და პროცესი 32 საათს გრძელდებოდა. პირველი სირთულე იყო პროტოტიპების შექმნა და პერსონაჟების შესაბამისად შერჩევა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო სიმღერის ტექსტზე მუშაობა, რადგან საკმაოდ შეზღუდულ ქრონომეტრაჟში მთავარი სათქმელის ნათლად გადმოცემა უნდა მოგვეხერხებინა. ყველაზე რთული ნაწილი კი მხატვრობა იყო, რადგან საკმაოდ კომპლექსური სეტის შექმნა თავიდან ბოლომდე მოგვიწია.
M: რატომ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად კამპანიის ამ ფორმით წარმართვა?
ეთო მერებაშვილი: წინა საახალწლოდ ბრენდები მომხმარებელს ბრჭყვიალა, გულისამაჩუყებელ, cute კამპანიებს სთავაზობენ, მომხმარებელიც თითქოს შეეჩვია ამას, ჩვენ წელსაც ვეცადეთ რომ ახალი წელი ყველაზე რეალური ყოფილიყო, გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რაც თითოეულის ჩვენგანის წინაშე დგას და ამ პრობლემის გადაწყვეტას, „მერესთვის“ ვდებთ და ვდებთ. ახლა ვიმუშავებთ და იმ წლიდან წავალთ ექიმთან, ვარჯიშის სამომავლოდ გადასადებად ორშაბათი თუ საკმარისად შორს არაა არაა, მთვარის ფაზებსაც მოვიშველიებთ ხოლმე.
არავითარი მალე და ხვალე, ჩვენ ვეუბნებით არას გადადებულ საქმეებს, დღესვე ვაკეთებთ ყველაფერს, დღესვე ვიწყებთ საახალწლო აქციებს და მომხმარებელსაც მოვუწოდებთ, ნუ დაელოდებიან დეკემბრის ბოლოს, თორემ გამოტოვებენ ბევრ საინტერესო შეთავაზებას, რომელიც აღარ გამეორდება.
პავლე გაბრიჭიძე: ზუმერი საკმაოდ გამბედავი ბრენდია, რომელიც საკუთარი პოზიციის ღიად, მკაფიოდ დაფიქსირებას არ ერიდება, ამ კამპანიითაც, მწვავე პრობლემატიკაზე ხმამაღლა საუბრობს და ბიძგს აძლევს ადამიანებს ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად.
გარდა იმისა, რომ ვიდეორგოლი მნიშვნელოვან პრობლემატიკას ეხმაურება და მწვავე მანკიერებებს ამხელს, ის გასართობი, სახალისო და საახალწლო ესთეტიკის მატარებელია. ჩემი აზრით, სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს კამპანიის განსაკუთრებულობას, რაც შედეგებშიც ნათლად ჩანს.
M: წინა წლის შედეგების გათვალისწინებით, რა შედეგებზე გაქვთ სწორება წელს?
ეთო მერებაშვილი: იმის მიუხედავად, რომ გასული წლის საახალწლო სეზონი გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავად კარგი იყო, წელს საკუთარი თავების გაოცებას ვაპირებთ და კიდევ უკეთეს სეზონს ველით. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის დამოკიდებულება. ნოემბრის დასაწყისიდან ხშირად გვწერდნენ ფეისბუქზე, წელსაც ხომ გვექნებოდა საახალწლო კამპანია, ვიდეოს კომენტარებშიც შეხვდებით ასეთ ადამიანებს. ძალიან რთულია, საკუთარ აწეულ თამასას გადაახტე წლიდან წლამდე, თან როდესაც მოლოდინი ძალიან მაღალია, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ეს წელსაც წარმატებულად შევძელით. ბოლო-ბოლო, რას ელოდებით? ზუმერშია საახალწლო ფასები!
ავტორი: თამარ მეფარიშვილი