in

ჩვენ ერთი სული გვაქვს — ზუმერმა ფეხბურთის ქომაგები ერთ სულ და ერთ ხორც გააერთიანა

ამ დღეებში ის სულსწრაფი ვნებათაღელვა, რაც ჩვენში ერთიანად გიზგიზებს, ქმნის თანაგანცდას, რომ ჩვენ ყველას ერთი სული გვაქვს. 

ზუმერმა კამპანიის ამ მესიჯით ფეხბურთის ქომაგები გააერთიანა და ერთად ისაუბრეს იმაზე, როგორ ერთი სული გვაქვს ადამიანებს, ერთად აღვნიშნოთ ამდენი წლის ნანატრი, ისტორიული მოვლენა; ერთი სული გვაქვს, როდის გავერთიანდებით ერთი მიზნის ირგვლივ; როდის ვიმღერებთ საქართველოს ჰიმნს ხმის ჩახლეჩამდე და უსაზღვრო ბედნიერების განცდით ჩავეხუტებით მას, ვისაც არც კი ვიცნობთ. 

ერთი სული გვაქვს, შევქმნათ ის ერთი სული, რომელიც ყველა განსხვავების მიუხედავად, ერთმანეთთან გულწრფელად გვაკავშირებს.

„კამპანიის ფარგლებში შემოვიერთეთ ადამიანები, რომლებსაც სულსწრაფი გამარჯვების მოლოდინი აერთიანებთ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ესმით და უყვართ ფეხბურთი, ან საერთოდ უყურებენ, ისინი მზად არიან, წავიდნენ ან ვერ წავიდნენ გერმანიაში, მაგრამ მაინც მოსწყდნენ საკუთარ საქმეს, მთელი სულით და გულით იმღერონ საქართველოს ჰიმნი და ყველას თამამად გააგებინონ, საიდან ვართ“.

კამპანიაში შეხვდებით დათო გორგილაძეს, რომელიც სულსწრაფი ემოციების გამოხატვას ჩეხეთი-საქართველოს თამაშზე აპირებს და ერთი სული აქვს, ამ ეროვნულ დღესასწაულის ეიფორიაში როდის გავეხვევით ერთ სულ და ერთ ხორცად

ლევან (ჭოლა) წულაძე, საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ შეიძლება ფეხბურთი არ გიყვარდეს, ან ასე აქტიურად არ ადევნებდე თვალს, თუმცა ახლა ყველა განცდა, ყველა ინსტინქტი გაგრძნობინებდეს, რომ გამარჯვების სულსწრაფი მოლოდინი გამოძრავებს და გულწრფელად ქომაგობისთვის ერთი სული გაქვს, ყველა გეგმა გადადო

ჩვენი კამპანიის ფარგლებში, არ გამოგვრჩენია ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ქომაგის, ანდრო ხელაძის სულსწრაფი ემოციების გაზიარება. ჩვენ ერთი სული გვაქვს ემოცია, უბიძგებს მას, რომ სამივე თამაშს გერმანიაში დაესწროს და ყველა ემოციით უგულშემატკივროს ქვეყანას, რომელიც ამდენად უყვარს.

ნონა გაფრინდაშვილი გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობის შინაგანი განცდა ჩემპიონობის გზაზე; რამდენად მნიშვნელოვანია, გჯეროდეს გამარჯვების იდეის და სულსწრაფად დაიმუხტო ამ ენერგიით. ჩემპიონობა ხომ მაშინაა შესაძლებელი, როცა ჩვენ ყველას ერთი სული გვაქვს.

ლუკა ნაჭყებია მზადაა, საკუთარი რესტორნიდან უქომაგოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მეგობრებთან ერთად და დარწმუნებულია, რომ ივნისის თვეში გარანტირებული 270 წუთი გვაქვს ყველას, როცა ჩვენ ერთი სული გვექნება და ამ ისტორიულ მატჩებს ყველანი სულსწრაფი სიამაყით ვიზეიმებთ.

მრავალი წლის მანძილზე ნამდვილი გამარჯვება მიიღწეოდა მაშინ, როდესაც მთელი ერი ერთ სულად იკვრებოდა. ახალი გამარჯვების მისაღწევად მოტივაციას გვაძლევს, გავიხსენოთ ის წარსული, რამაც აქამდე მოგვიყვანა. დათო ტურაშვილს ერთი სული აქვს, საქართველოს ნაკრების ბიჭებს მოუყვეს ყველა ის ისტორიული მომენტი, რომელმაც საკუთარ სახლში დაგვაბრუნა.

[R]

ყველაზე სანდო ბრენდები თაობების მიხედვით — გამოკითხვა

TikTok-ის რეკლამებს AI ავატარები დაემატება