in

დედის დღე – ძველი & ახალი თაობების ციფრული ჩვევები

ტექნიკის და ტექნოლოგიების ინტენსიური განვითარება ყოველდღიურობაზე ისე აისახება, რომ ისეთ ძვირფას ურთიერთობაშიც კი იჭრება, როგორიც დედა-შვილობაა.

ამიტომაც, ზუმერმა გადაწყვიტა, დედის დღის ჭრილში, კარგად ნაცნობი ადამიანები განსხვავებულ ამპლუაში წარმოედგინა: დედები და შვილები ციფრულ ჩვევებს, ტექნიკასთან დამოკიდებულებას და ტექნოლოგიების საშუალებით ერთმანეთთან ურთიერთობის თავისებურებებს აზიარებენ.

ზუმერის რგოლებში 3 დედა-შვილი გამოჩნდა: ოფროუდერები – მაია გოშაძე და მარიამ ნანობაშვილი; At.ge-ს და ჟურნალ „ანაბეჭდის“ დამფუძნებელი ნინო დარასელი შვილთან – მარიტასთან ერთად და ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ნინა კალანდაძესთან ერთად.

დედა-შვილების განსხვავებული გამოცდილებების ფონზე ზუსტად იკვეთება თაობებს შორის ტექნიკის გამოყენების განსხვავებული მიზნები – დროთა განმავლობაში მუშაობის, გართობის, დასვენებისა და კომუნიკაციის მეთოდების გარდაქმნა.

მაიას, რომელიც რთული გზების დალაშქვრითაა განთქმული, სმარტფონი არ აქვს და დარწმუნებულია, რომ საკმარისია, ტელეფონით შეგეძლოს დარეკვა და ზარის მიღება, დანარჩენი – მეორეხარისხოვანია. ნინო დარასელი, როგორც თავად ამბობს – “ტელეფონზე დამოკიდებულია” – ყველა საქმეს ასე აგვარებს და როცა ტელეფონი ეთიშება, უმოქმედოდ გრძნობს თავს. მარიტა და მარიტას მეგობრები ფილმებს ხანდახან “ზუმში” უყურებენ და თითქმის ყველაფერს ციფრულად აკეთებენ – ასე უფრო მოსახერხებელია. ლიკა და ნინა კი, ზოგჯერ ერთ სახლში ყოფნისასაც ერთმანეთს “ემესიჯებიან” – ვაღიაროთ, ზოგჯერ შეტყობინების გაგზავნა საუბარზე უფრო კომფორტულია.

ვიდეოების ამ პატარა სერიაში ბევრი იპოვის თავს ან უბრალოდ საკუთარ ციფრულ ჩვევებზე დაფიქრდება – რამდენ დროს ატარებს ეკრანთან, მიმოწერა ურჩევნია თუ დარეკვა, როგორ იქცეოდა ადრე და რას აკეთებს ახლა.

ტექნოლოგიები იცვლება და ვითარდება და იცვლება ჩვენი ურთიერთობებიც. ზუმერმა ორიგინალური ფორმატი იპოვა, რომ დედებს და შვილებს თავიანთი ამბები და ტექნიკისადმი დამოკიდებულება მოეყოლათ. საბოლოოდ, ჯანსაღი და ახლო ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებ სწორედ გაზიარებაა – ცოდნის და განცდების.

ჰოდა, ზუმერის თქმის არ იყოს:

გაუზიარე, რას ელოდები?

 

„მეღვინეობა ხარება“ ქალთა გაძლიერებისთვის!

ინვოისების ელექტრონული პორტალი: PayBox-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც გადახდის პროცესს კიდევ უფრო აადვილებს