in

12 „ზუმერული“ წელი – „ზუმერი“ იუბილარია!

იუბილარისთვის, სიმღერას „რა ლამაზი დღეა“ სტეფანე მღებრიშვილი ასრულებს

„ზუმერი“ 12 წლის გახდა. ბრენდმა, საკუთარი იუბილე, მომხმარებლებს სადღესასწაულო აქციებით და ფასდაკლებებით მიულოცა. „სადაბადებისდღეო“ სიმღერა კი, თავად სტეფანე მღებრიშვილმა შეასრულა, რომლის ვიდეორგოლიც „ზუმერულ“ სამყაროში უკვე გამოჩნდა.

ვნახოთ, რა ფორმით გაგრძელდება „ზუმერის“ ექსპანსია, მანამდე კი, „სტიოპა საოცარის“ შესრულებულ „სადაბადებისდღეო“ სიმღერას მოუსმინეთ. ვიდეორგოლზე „ზუმერმა“ დიდი ხნის პარტნიორ კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად იმუშავა.

თუ აქამდე, დაბადების დღის მისალოცად, ინგლისურენოვან Happy Birthday-ს რთავდით, ამიერიდან, სტეფანეს შესრულებული ვერსია თქვენს განკარგულებაშია.


რაც შეეხება სადღესასწულო აქციებს – „ზუმერის“ დაბადების დღის კვირეულში – 18 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით –  განწყობის ასამაღლებლად, „ზუმერის“ ფილიალებსა და ვებგვერდზე დიდი, „სადაბადებისდღეო“ ფასდაკლებები გელოდებათ. 

როგორც დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების წესი და რიგია, „ზუმერის“ დაბადებაც გავიხსენოთ – ყველაფერი ერთი პატარა მაღაზიით და დიდი ენთუზიაზმით დაიწყო, როცა 2009 წლის ოქტომბერში, ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა პირველი მაღაზია გახსნეს.

ჩვენი კრედო თავიდანვე გაცხადებული იყო – „ხელმისაწვდომი ფასები ხარისხიან ტექნიკაზე“. 12 წლის განმავლობაში, ამ პრინციპისათვის არასოდეს გვიღალატია. 

კომპანიაში ფიქრობენ, ამ 12 წლის მანძილზე, საკმაოდ წარმატებული ბრენდი შექმნეს, ამის ერთ-ერთ საიდუმლო კი მოქნილი სამეწარმეო სულისკვეთება და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა.

მრავალფეროვანი არჩევანისა და მისაღები ფასების პარალელურად, ციფრული ტექნიკის ბაზარზე, „შოპინგის“ ახალ კულტურას ვამკვიდრებთ – აქ სიახლეებს ჯერ ათვალიერებ, ცდი და შემდეგ ირგებ სასურველ გაჯეტს. 

ამ ხნის განმავლობაში, „ზუმერი“ ლიბერალური ფასებით, კარგი სერვისით, მილიონზე მეტი გაყიდული „სმარტფონით“, 300-ზე მეტი თანამშრომლით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი 17 ფილიალით იწონებს თავს და წლის ბოლომდე, 3 ახალ ფილიალსაც გვპირდება.

ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია და მომხმარებლების მოკლევადიანი მოლოდინების გათვალისწინება ეხმარება „ზუმერს“, მუდმივად გაზარდოს პროდუქციის ასორტიმენტი. თუ, თავდაპირველად, კომპანია, ძირითადად, „სმარტფონების“ მიმართულებით საქმიანობდა, დღეს, ქსელში ლეპტოპების, ფოტო-ვიდეო და „ექშენ“ კამერების, ტელევიზორების, ციფრული აქსესუარების და ჭკვიანი სახლის ტექნიკის დიდი არჩევანია.

„ზუმერმა“ თავი თამამი, ხმამაღალი და პოზიტიური კომუნიკაციითაც დაიმკვიდრა და რამდენიმე წელია, Gen Z-ის თაობის Lovemark ბრენდად იქცა – კომპანიის ანგარიშზე ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეორგოლები, თუ საკომუნიკაციო კამპანიებია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

მიკროუბანი ქალაქის ცენტრში – 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს პროექტი

Apple-მა ახალი, 16 დიუმიანი MacBook Pro წარადგინა!