in

საჩუქრების დროა! – ან, უბრალოდ,“ზუმერის” საახალწლო რეკლამა

ბოლო რამდენიმე წელია “ზუმერის საახალწლო რეკლამა” წინასადღესასწაულო მზადების განუყოფელ ნაწილად იქცა. მართალია, ზუმერის ვიზუალურად გამორჩეულ  რეკლამებს წაკითხვაზე მეტად ყურება უხდება ხოლმე, მაგრამ რადგან პირველი აბზაცი თითქმის უკვე დაწერილია, რამდენიმე წინადადებით დეტალების შესახებაც მოგიყვებით.

მინიშნება: თუკი მხოლოდ ვიდეოს სანახავად შემოხვედით და საკითხავად არ გცხელათ, პირდაპირ სტატიის ბოლოში ჩასქროლეთ. რას ელოდებით?

„ზუმერის“ წლევანდელი რეკლამის მთავარი თემა საჩუქრებია. უფრო კონკრეტულად კი ის ორი მთავარი შეკითხვა, რომელიც ყოველწლიურად აქტუალურდება ხოლმე – ვის ვაჩუქო?” და რა ვაჩუქო?”. ამ შეკითხვებზე საპასუხოდ ზუმერის ინტერგალაქტიკური მაღაზიის დაბნეულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილი აპარატი – “ზინდერი” – ეხმარება, რომელსაც არც გულისთქმის ამოკითხვაში ჰყავს ბადალი და არც – ადრესატებისთვის სწორი საჩუქრების შერჩევაში. მეორე მხრივ კი ზუმერის საახალწლო რეკლამა ეკლექტურობა-აბურდულობასაც ინარჩუნებს და ზინდერთან ერთად, ვიდეოში არაერთი ცნობილი, უცნობი და ორი სრულიად დაფარული სახის ხილვაცაა შესაძლებელი.

განსაკუთრებული აღნიშვნა: ბრენდი ტრადიციულად საახალწლო ზუმერული ფასებითაც გვანებივრებს, მაგრამ ამ ფაქტს განსაკუთრებული აღნიშვნა, ალბათ, უკვე აღარც სჭირდება.

ამასთან, „ზუმერმა“ არც მესამე ტრადიციას უღალატა და წლევანდელი საახალწლო ვიდეორგოლი კვლავ კრეატიულ სააგენტო “ლივინგსტონთან” ერთად შექმნა. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ კამპანიის დეტალებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მათ მივმართეთ.

ეთო მერებაშვილი (“ზუმერის” მარკეტინგის დირექტორი): “ზუმერში” ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგებით – რთულია, ყოველ წელს საკუთარ თამასას გადააბიჯო და მომხმარებელს, რომელიც შენს საახალწლო ვიდეორგოლს მოუთმენლად ელის, უკეთესი პროდუქტი შესთავაზო.

საახალწლო კამპანიაზე ფიქრი წელსაც უმთავრესი შეკითხვით დავიწყეთ: რა სურვილები ამოძრავებთ ადამიანებს საახალწლოდ?

შეკითხვაზე პასუხი კი წელსაც მარტივად გავეცით: საქმეებსა თუ სხვაგვარ რუტინაში ჩაფლულებს, ხშირად გვავიწყდება ჩვენთვის ძვირფას ადამიანებზე ზრუნვა. შედეგად, საჩუქრების შერჩევის, წესით, სასიამოვნო პროცესსაც უსასრულოდ გადავდებთ ხოლმე.

„ზუმერში“ გვჯერა, რომ უკეთეს ხვალინდელ დღეს თავად ვქმნით. ამისთვის კი აუცილებელია, დღევანდელი წამი გვაბედნიერებდეს. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ამაში ყველაზე მეტად დაგვეხმარება, შესაბამისად, ზუმერული საჩუქრები ჩვენს ადრესატებს უკეთეს ხვალინდელ დღესაც ნამდვილად შეუქმნის.

და რადგანაც ახალი წელი განსაკუთრებული და ჯადოსნური დღესასწაულია, ამ კამპანიით ახალი წლისთვის შესაფერისი ამაღლებული განწყობის შექმნა ვცადეთ – სანტებსაც და სასანტეებსაც ვახსენებთ, რომ დრო არ ითმენს.  ჩვენს სურვილებზე, ახალ მიზნებსა და გეგმებზე, ერთმანეთზე ზრუნვის დროა! საჩუქრების დროა!

ტრადიციულად, სათქმელი სიმღერით გამოვხატეთ და ზუმერში ზუმერულ ფასებად საახალწლო საჩუქრების შერჩევის სეზონსაც გახსნილად ვაცხადებთ.

ლევან ლეფსვერიძე (აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი): ჩვენი წინა კამპანიების წყალობით, ხალხმა უკვე კარგად იცის, რომ ზუმერში ყოველთვის ზუმერული, ანუ, ბაზარზე საუკეთესო ფასებია. ამიტომაც, წლევანდელი კამპანიის მიზანი უკვე ის არის, რომ “ზუმერი” საახალწლო საჩუქრების შესაძენად ჩინებულ და ყველასთვის სასურველ ადგილად წარმოვაჩინოთ. მართლაც – რას ელოდება შენი სანტა? მოვიდეს ზუმერში, სანამ ფული მიმოფანტა.

თუკი, ვიდეო ჯერ კიდევ არ გინახავს, შეგიძლია ამ აბზაცის შემდეგ თამამად ჩაუჯდე და დაიმახსოვრო მთავარი, რომ – საჩუქრების დროა, რას ელოდები?

 

Credits:

Client: Zoommer

CMO: Eto Merebashvili

Agency: Leavingstone

Chief Creative Officer: Levan Lepsveridze

Creative Director: Beqa Adamashvili

Digital Creative Team: Irina Beriashvili, Dachi Imedadze, Keti Kipshidze

Art Director: Luka Ivanidze

Strategist: Anano Gabunia

Creative Team: Lasha Kotorashvili, George Abuladze, Ketevan Maghradze, Magda Jajanashvili, Giorgi Menabde, Mindia Arabuli, Teko Mamaladze

Account Directors: Zizi Nasrashvili, Ekaterine Ebanoidze

Account Manager: Levan Gogiberidze

Administration Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Nana Tushishvili, Pikria Javashvili

Executive Producer: Meli Bagdavadze

Production House: Metro Production

Executive Producer: Aleksandre Gabilaia

Head of Production: Maia Gurabanidze

Financial Director: Tamar Lashkhidze

Producer: Tamar Tvaradze

Director: Dato Borchkhadze

DoP: Sandro Darakhvelidze

1AD: Margo Zubashvili

2 AD: Katie Isakadze

Production Designer: Polina  Rudchik

Production Designer Assistants: Sandro Nadareishvili, Zaza Gogorishvili

Props Master: Zaza Vashakmadze

Decorator: Zaza Zaloshvili

Costume Designer: Ika Bobokhidze

Costume Designer Assistants: Elene Gabilaia, Ana Pailodze

MUA: Salome Zakaraia

MUA Assistant: Naniko Sulakvelidze

Hair: Eka Tabatadze

Casting Manager: Tinatin Khizanishvili

Casting Manager Assistant: Nini Iashvili

Production Manager: Merab Rostomashvili

Production Coordinator: Giorgi Ninikashvili

1AC: Guram Mosikashvili

Playback: Rati Gogatishvili

Steadicam Operator: Davit Odisharia

Gaffer: Giorgi Gogatishvili

Set Manager: Koka Chkhaidze

Transport Managers: Davit Feradze, Davit Maglakelidze

PA: Irakli Kakabadze

Post-Production

Post-Production Producer: Buro

CGI: Giorgi Akhalaia, Pasha Maisuradze

Colorist: Nikusha Kukusha Motsonelidze

Animation: Garnamatac

Sound Design: Heima Production

Music Arranger: Zura Makhniashvili

Music Mixing: Koba Kvachadze

Vocalist: Lado Burduli

Backup Vocals: Lua

Voice-Over Artists: Meli Bagdavadze, Gio Kvlividze, Teko Chubinidze

Lyrics: Beqa Adamashvili

Original Song: Love is All Around by Wet Wet Wet

 

2021 წლის საუკეთესო მიღწევები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში

მარიკა ვახტანგიშვილი – #პირველისამსახური