in

„ზუმერი“ სტერეოტიპების დანგრევას იწყებს

კომპანია „ზუმერმა“ აბიტურიენტების მხარდასაჭერი, ყველაზე წამახალისებელი კამპანია დაიწყო. „არანაირი წუწუნი, არანაირი ჩიჩინი“ – ასე ჰქვია ვიდეორგოლს, რომელშიც „ზუმერმა“ ყველა ის სიტუაცია და პერსონაჟი გააერთიანა, რომლებიც აბიტურიენტებს ყველაზე მეტად აბნევს ამ პერიოდში და ნერვებსაც უშლის.

მასწავლებელი ნიშნისმოგებით იცინის; დედა საყვედურობს და სთხოვს, მეზობლის შვილზე უკეთ იმეცადინოს; მამას წარმოდგენაც კი არ ჰქონია, მისი შვილი წელს თუ აბარებდა; ბებოსთვის კი მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, მისმა აბიტურიენტმა შვილიშვილმა კარგად იკვებოს და არ მოშივდეს – მსგავსი სიტუაციები, ალბათ, ყველას გვქონია, ვინც კი მისაღებ გამოცდებზე გასასვლელად ვემზადებოდით.

ჩვენ, თითქოს, დაგვავიწყდა, როგორ ვნერვიულობდით მაშინ, მისაღებ გამოცდებზე და ახლა ჩვენს აბიტურიენტ შვილებს მაქსიმალურ მობილიზებას და უწყვეტ მეცადინეობას ვთხოვთ.

მოძველებული სტერეოტიპების დანგრევა და აბიტურიენტებისთვის წინასაგამოცდო პერიოდის შემსუბუქება არის ის მთავარი მიზანი, რომელიც ყველაზე ხალისიანმა და ფერადმა ტექნიკის ბრენდმა დაისახა.

„წახალისების ფორმა ყველასათვის სხვადასხვაა, თუმცა მთავარია ის, რომ დავაცადოთ აბიტურიენტებს ცხოვრება – დავანგრიოთ მოძველებული სტერეოტიპები და ნაკლებად დავსტრესოთ ისინი“, – ამბობენ „ზუმერში“.

„ჩვენ ბევრს უკვე გამოგვივლია ეს სიმწარე, თუმცა შემდეგ გვავიწყდება, რადგან ჩაბარების სიხარული ფარავს გამოვლილ სტრესს. „ზუმერში“ გვინდა, რომ ყველას გაგახსენოთ, როგორი ძნელი იყო მუდმივი ჩიჩინ-ჩიჩინი და ვეცადოთ, რომ აბიტურიენტებს ეს პერიოდი შევუმსუბუქოთ“, – აღნიშნავს „ზუმერის“ მარკეტინგის დირექტორი ეთო მერებაშვილი.

ვიდეორგოლზე, ტრადიციულად და ზუმერულად, სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა.

„ფოკუსის დაჭერისთანავე ავირჩიეთ ის სტრესული სიტუაციები და გმირები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიშლიდნენ ჩვენ თვითონაც ნერვებს, აბიტურიენტობის პერიოდში. შედეგად კი კიდევ ერთი „ზუმერულად“ სახალისო ვიდეორგოლი მივიღეთ“, – გვიყვებიან „ლივინგსტონში“.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ, პირველად რეკლამის ისტორიაში, აბიტურიენტების ბედ-იღბალზე ჩაფიქრებული ბრენდის ვიდეორგოლს:

 

„არასოდეს შეწყვიტო განვითარება!“ – პროკრედიტ ბანკი

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სოფელ ხაშმში, ღვინის ქარხანა აშენდა