in

პირველი ანიმაციური რგოლით ზუმერი Tik Tok-ზეც შლის ფრთებს

რამდენიმე დღის წინ, ზუმერმა მორიგი რგოლი გაავრცელა. ხელწერა უცვლელია, თუმცა კაშკაშა ფერების და ხარისხიანი მუსიკის მიღმა, ზუმერის რეკლამა ამჯერად ანიმაციის სახით მოგვევლინა. ზუმერისგან სიახლე მოულოდნელი არ ყოფილა – ბრენდის ანგარიშზე ბოლო წლებში არაერთი წარმატებული სარეკლამო ექსპერიმენტია. საინტერესოა, რა ჩანაფიქრი არსებობდა ამ შემთხვევაში.

საზაფხულო ანიმაცია მოზარდების გარშემო ტრიალებს და სიმღერ-სიმღერით მათ ცხოვრების წესს გადმოსცემს. როგორც ჩანს, რეკლამის მთავარი სამიზნე სწორედ Gen Z-ს წარმომადგენლები არიან და ბრენდიც ორიგინალურად, მათთვის გასაგები ენით ცდილობს სათქმელის გადმოცემას. კამპანია აქტიურად მიმდინარეობს Gen Z-ს ფავორიტ პლატფორმაზეც – ახალგაზრდების წასახალისებლად ზუმერმა მასშტაბური Tik Tok გათამაშება დაანონსა. გულუხვ პრიზებს შორის iPhone 13, DJI-ს დრონი, ეარპოდსები  და რჩეული ბრენდების აუდიო ტექნიკა მოხვდა. 

ახალ კამპანიაზე ზუმერმა სააგენტო Hans & Gruber-თან ითანამშრომლა. პროექტში ანიმაციური სტუდია Animatory და Heima Production-იც მონაწილეობდნენ. ჩვენს კითხვებს ზუმერის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ეთო მერებაშვილი პასუხობს:

რატომ Gen Z?

აქამდეც ჩვენს საუბრებში, არაერთხელ აღმინიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია ზუმერისთვის ახალი თაობა და მათთან კომუნიკაცია. ისინი ყველაზე უკეთ არიან გათვითცნობიერებული ტექნიკაში და ზოგადად, ტექნოლოგიების სფეროში და ზუმერში წარმოდგენილი ბოლო თაობის გაჯეთებით განსაკუთრებით ინტერესდებიან. თუმცა ამ სეგმენტთან მუშაობისას განსხვავებულ გამოწვევებსაც ვხვდებით, ისინი არ იმეორებენ სხვა თაობების ციფრულ ქცევას და მოსწონთ ის, რაც მათ ღირებულებებთანაა თანხვედრაში, მათ ვერ მოაწონებ თავს გაპრიალებული სარეკლამო მესიჯებითა და ვიდეო კლიპებით, ჯენზისთან კომუნიკაციის დროს მაქსიმალურად უნდა ეცადო იყო ის ვინც ხარ, შესთავაზო ის, რაც მათ ნამდვილად სურს და არსებულ საჭიროებებს დაუკმაყოფილებს.

რატომ ანიმაცია?

ჩვენს ვირუსულ რეკლამებთან დაკავშირებით მომხმარებლები ყოველთვის გულღიად გამოხატავენ სათქმელს. ანიმაციური ფორმატი მათი დაკვეთაა. რადგან კამპანიის დაგეგმვისას Gen Z-ს წარმომადგენლები გვყავდა გათვალისწინებული, შევეცადეთ, რეკლამის ფორმატიც, ესთეტიკაც, სიმღერის ხასიათიც მათი გემოვნებისთვის მოგვერგო. გამომდინარე იქედან, რომ კამპანიის გაშლის ძირითადი არხი Tik-Tok-ია, ვფიქრობთ ეს ფორმატი გაამართლებს.

კამპანიასთან დაკავშირებით მარკეტერი პროექტის კრეატივ დირექტორსაც ესაუბრა.

გიორგი კვიტატიანი, Hans & Gruber: „მიუხედავად იმისა, რომ Hans & Gruber-ს ანიმაციებზე მუშაობის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ზუმერულ კამპანიაზე მუშაობა ნამდვილად საინტერესო და ამაღელვებელი გამოწვევა იყო.

ჩვენი მთავარი ამოცანა ზუმერული ხასიათისთვის აქამდე არარსებული, განსხვავებული ფორმატის (ანიმაციის) მორგება იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ რგოლისა და კამპანიის ყველა დეტალი ორგანულად მიგვეწოდებინა სამიზნე აუდიტორიისთვის და მათთვის შეგვეთავაზებინა ისეთი პროდუქტი, რომელიც მათ ყოველდღიურობას ეხმიანებოდა.

Hans & Gruber-ის კრეატიული გუნდის (უმეტესწილად Gen Z-ით დაკომპლექტებული) ინსპირაცია იყო ახალი თაობის მრავალფეროვნება, მათი სიახლეებისადმი სიყვარული და სხვადასხვა გაჯეტები, რომლებიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან.

საქართველოს ბაზარზე ზუმერი ნამდვილად არის ის ბრენდი, რომელიც განსაკუთრებული გამბედაობით გამოირჩევა და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც მოიპოვა Gen Z-ის lovemark ბრენდის სტატუსი. ჩვენ კი მოხარულები ვართ, რომ ამ კოლაბორაციით, ერთი მხრივ, დავმეგობრდით ზუმერთან და, მეორე მხრივ, ერთიანი ძალებით შევქმენით ახალი თაობასავით ფერადი და გამბედავი კამპანია.

ვინც ვერ იცანით, იმასაც გეტყვით, რომ კლიპის სიმღერას მემე ჟორდანია ასრულებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ Tbilisi Newcomer 2022-ის ტიტული მოიპოვა და Tbilisi Open Air-ის დიდ სცენაზე წარდგა მსმენელის წინაშე.“

5 ივლისის ჩათვლით, ზუმერის ფილიალებსა და ვებგვერდზე ფასდაკლებების დიდი ტალღაა დაანონსებული. Tik Tok გამოწვევაში ჩართვა კი 15 ივლისამდეა შესაძლებელი – გამარჯვებულების ვინაობა 15 ივლისის 15 საათზე გახდება ცნობილი.

სიმღერასთან და ცეკვასთან ერთად, ზუმერი ტრენდების და ტექ. მოდის ბოლო სიახლეების ატაცებისკენაც მოგვიწოდებს.

აიტაცე, რას ელოდები?!

 

Coca-Cola’s Marshmello — ახალი შეზღუდული რაოდენობის სასმელი

„ნამაი ვაკე“ — გამორჩეული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში